წაღვლის მეშვიდე ნამოსახლარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წაღვლის ნამოსახლარი.

წაღვლის მეშვიდე ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვლის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ორ კილომეტრზე, ე. წ. საციხურის გორაზე. თარიღდება გვიანდელი ბრინჯაოს, ადრინდელი რკინის, ანტიკური და ფეოდალური ხანით. არქეოლოგიურ სამუშაოებს ატარებდა ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ხაშურის ექსპედიცია. ნამოსახლარი მდებარეობს ბორცვზე. კულტურული ფენები მოჩანს ბორცვის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთითაც, დაბლობში. ნამოსახლარის ბორცვს სამხრეთიდან ჰქონია სათავდაცვო თხრილი, რომელიც მოქმედებდა ადრინდელ ფეოდალურ ხანამდე. თხრილის სიღრმე მიწის ახლანდელი ზედაპირიდან რვა მეტრია. ნამოსახლარზე გამოვლინდა თიხის ჭურჭლის ნატეხები, ნაგებობათა იატაკის ფრაგმენტები და ნიადაგში ჩაჭრილი ორმოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]