წარღვნა
წარღვნა — მეორედ მოსვლა, წყალრღვნა, სამყაროს დაღუპვა, გერმ. რაგნაროკი, ადამიანთა მოდგმის გაწყვეტა წყალდიდობის ან მსოფლიო ხანძრის მეშვეობით — საყოველთაო უზნეობის, უსაქციელობის, გადაგვარების დროს, კაცთა მოდგმის განახლების მიზნით (რაგნაროგში ღმერთებიც იღუპებიან). საბერძნეთში ეს მოხდა დევკალიონის დროს, შუამდინარეთში უთ(ა)ნაფიშთიმის დროს, (იგივე ზიუსუდრა). ბიბლიური წარღვნა კი პატრიარქ ნოეს ჟამს.
ნოე წელიწადს 12 თვედ ყოფდა. თითოეულ თვეში 30 დღე შედიოდა. ძველ დროში პირველი თვე ჩვენი კალენდრის მიხედვით სექტემბრის მეორე ნახევრიდან იწყებოდა. კოკისპირული წვიმა კი წამოვიდა „მეორე თვის მეჩვიდმეტე დღეს“ და ძვ. წ. 2370 წლის ნოემბერსა და დეკემბერში 40 დღე-ღამის განმავლობაში გადაუღებლივ წვიმდა.ერთ-ერთ ისტორიულ წყაროში ნათქვამია: „დედამიწაზე წარღვნა 40 დღეს გრძელდებოდა. წყლის დონემ ისე აიწია, რომ ცისქვეშეთში ყველა მაღალი მთა დაფარა. წყალი მაღალი მთების მწვერვალებსაც კი 6,5 მეტრით სცდებოდა
კიდობნის აშენების შემდეგ, ღმერთმა უთხრა ნოეს: „შედით კიდობანში შენ და შენი ოჯახი, რადგან დავინახე, რომ შენა ხარ მართალი ჩემ წინაშე ამ თაობაში. წმინდა ცხოველთაგან აიყვანე შვიდ-შვიდი, დედალ-მამალი, უწმინდურ ცხოველთაგან მხოლოდ ორ-ორი, დედალ-მამალი“ (დაბადება 7:1, 2). ზოგიერთი თარგმანი, მაგალითად, „ახალი ინგლისური ბიბლია“, „ახალი იერუსალიმის ბიბლია“ და „თანახი — წმინდა წერილები“, ამ ებრაულ ტექსტს თარგმნის „შვიდ წყვილად“. რის საფუძველზე განარჩევდნენ წმინდა ცხოველებს უწმინდური ცხოველებისგან? როგორც ჩანს, ცხოველებს იმის საფუძველზე კი არ განარჩევდნენ, თუ რომელი იყო საჭმელად ვარგისი და რომელი არა, არამედ იმის საფუძველზე, თუ რომლის შეწირვა შეიძლებოდა მსხვერპლად ღვთის თაყვანისცემისას და რომლის არა. წარღვნამდე ადამიანები ხორცს არ ჭამდნენ. ცხოველები საკვებად „წმინდად“ და „უწმინდურად“ მოსეს რჯულით დაიყო და მოსეს რჯულის გაუქმებასთან ერთად ეს ცნებებიც გაუქმდა . როგორც ჩანს, ნოემ იცოდა, რომელი ცხოველების გამოყენება შეიძლებოდა ღმერთისთვის მსხვერპლის შეწირვისას. კიდობნიდან გამოსვლისთანავე „აუშენა ნოემ სამსხვერპლო უფალს და აიღო ყოველი წმიდა პირუტყვისაგან და ყოველი წმიდა ფრინველისგან, და აიტანა სრულადდასაწველნი სამსხვერპლოზე“ (დაბადება 8:20).
ჩრდილო-დასავლეთ შეერთებული შტატების ლანდშაფტის შემსწავლელი გეოლოგების აზრით, დედამიწა დაახლოებით 100 წარღვნის მოწმეა. მათგან ერთ-ერთის შესახებ ამბობენ, რომ წყალი უცებ მოვარდა და მისი სიმაღლე 600 მეტრი იყო, სიჩქარე 105 კილომეტრი საათში, მოცულობა 2 000 კუბური კილომეტრი, ხოლო მასა ორი ტრილიონი ტონა. სხვა მსგავსმა აღმოჩენებმა მეცნიერები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ მსოფლიო წარღვნა სრულიად დასაშვები იყო.
თქმულებები რეგიონების მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აღმოსავლეთის ქვეყნებში სამყაროს აღსრულებაზე ნაკლებად ფიქრობდნენ, უფრო შექმნათა ამბავი აინტერესებდათ, მითებიც უმთავრესად კოსმოგენიაზე შექმნეს. აზიის მრავალ ქვეყანაში, მათ შორის, ჩინეთში, მეორედ მოსვლაზე საერთოდ არ შექმნილა მითები.
ანთროპოლოგებმა წარღვნის შესახებ 270-ზე მეტი ლეგენდა შეკრიბეს მსოფლიოს თითქმის ყველა ერიდან და ტომიდან. „მთელ მსოფლიოში ყველგან არსებობს ცნობები წარღვნის შესახებ, — ამბობს მეცნიერი კლაუს ვესტერმანი, — შემოქმედების შესახებ ცნობების მსგავსად, ის ჩვენი ძირითადი კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია. ნამდვილად გასაოცარია, რომ დედამიწის ყოველ კუთხეში მოიპოვება ცნობები უძველესი მსოფლიო წარღვნის შესახებ“. რით აიხსნება ეს? კომენტატორი ამბოენრიკო გალბიატი : „სხვადასხვა ხალხებში წარღვნის შესახებ გადმოცემების არსებობა იმ ისტორიული ფაქტის რეალობაზე მეტყველებს, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადმოცემებს“. მაგრამ ქრისტიანებისთვის სწავლულთა შენიშვნებზე მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ იესო წარღვნას კაცობრიობის ისტორიაში ნამდვილად მომხდარ მოვლენად მიიჩნევდა (ლუკა 17:26).
ეგვიპტეშიც უძველეს დროს წარღვნის ამბავი არ იცოდნენ, არსებობდა მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ძველი სამეფოს დანგრევაზე, ახალი ჯანსაღი წყობილების დამყარების მიზნით, რაც ბუნებრივია, (დაახლოებით ძვ. წთ. 2200 წლიდან) როგორც მითი პირველად ჩანს, სეთოს I და რამზეს III სამარის ძეგლში წიგნი ციურ ძროხაზე. კაცთა მოდგმისგან განაწყენებულმა რემ (რამ) ქალღმერთ სახმეტს დაავალა ადამიანთა დაღუპვა, მაგრამ ქალღმერთმა სამყარო თავისებურად მოაწყო. ნილოსის ადიდება ზეცის წყალობად მიიჩნეოდა, ამიტომ წარღვნის ამბავი, მათთვის მაინც უცხოდ დარჩა. წარღვნა, მეორედ მოსვლა, უთნაფიშთიმი, ნოე, დევკალიონი.
საქართველო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სვანურ მითში წარღვნას ეძახიან მერმე სობს. (მეორე სობი იგივე ვობი). შესაძლოა აქ იგულისხმებოდეს სვანთა წარმართული პანთეონის უზენაესი ღმერთი ვობ, რომელიც მეორედ მოსვლას აწყობს და მერე ქმნის ახალ ცხოვრებას.
აზია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ინდუისტურ რელიგიაში (საკუთრივ ვიშნუსთან დაკავშირებით) წარღვნა ბოროტისა და კეთილის ბრძოლა განვლილ საუკუნეთა (ათასწლეულების) შესახებ შექმნილი მთელი მოძღვრების ნაწილია. ქრისტეს გამოჩენის დროისთვის ჩასახული ეს მოძღვრება დაფუძნებულია ბრაჰმას დღე-ღამის გაგებაზე, რომლის მიხედვითაც ბრაჰმას ერთი დღე უდრის 4 320 000 წელს - ადამიანთა და ღმერთების თავგადასავალს ოთხი საუკუნის, იუგად წოდებული ოთხი ციკლის განმავლობაში, როცა ბრაჰმას ყოველი დღე 1000 ციკლისგან შედგება. სიკეთის ხანგრძლივი განვითარება თავდება ჰარმონიის ნაცვლად, ბოროტების სრული გაბატონებით 432 000 წლის ვადით, როცა სიკეთეს, დრაჰრსას მხოლოდ მეოთხედი ძალაუფლება აქვს. შემდეგ ისევ ვიშნუს გამოცხადება იწყება, ვიშნუს ავატარა ესე იგი, ღმერთის გამოცხადება თევზის, კუს, ტახის, ლომკაცის, ჯუჯა ვამანას სახით (კრიტა, იუგა და სხვა). მთელს ამ ხანგრძლივ ბრძოლას, ძლევასა და გამოცხადებას, იუგად წოდებულ საუკუნო ცხოვრების ამბავს იდეალისტები ხსნიან, როგორც სამყაროს უსასრულობისა და ადამიანის უსასრულობის ფილოსოფიას, ზოგიც ამაში ხედავს ინდური სოფლის მოსაწყენი, ერთფეროვანი ცხოვრების ასახვას მითში. ყველა შემთხვევაში, ესაა სამყაროს ცვლილებების, ჟამთაცვლის ასახვა მითებსა და რელიგიაში. აქ მაღალფილოსოფიურ დონეზეა მოცემული რეალური ცხოვრების მარადიულობის პრინციპის თავმოყრა ისევ ყოფიერებაში, ვიშნუს სახეში, რაც ინდოელებს ამავე ღვთაების სახით ჰქონდათ წარმოდგენილი. ერთის ნგრევა და მეორეს მოსვლა მოასწავებდა სამყაროს ახალი ციკლის დაწყებას, რაც ისევ უწყვეტი განვითარებისა და ცვალებადობის პრინციპს გამოხატავს, ჟამთა დიდი მონაკვეთები კი უსასრულობისთვის მხოლოდ წუთებია.
ლისუსა და მონგი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლისუსა და მონგის ტომებს არაერთი ლეგენდა აქვთ წარღვნაზე. მონგის ტომის ერთი ლეგენდის თანახმად, „ცის უფალმა“ გააფრთხილა ორი ძმა, რომ მალე დედამიწას წარღვნა წალეკავდა. უფროსი ძმა ბოროტი იყო, უმცროსი კი — კეთილი. მან უფროს ძმას უთხრა, რომ რკინის ნავი აეგო, კეთილ ძმას კი ხის ნავის აგება დაავალა. შემდეგ უმცროს ძმას უთხრა, რომ ნავზე აეყვანა თავისი და, ყველა სახეობის ცხოველი წყვილ-წყვილად და თან წაეღო ყველა ჯიშის მცენარის თესლი.როცა წარღვნა მოვიდა, რკინის ნავი ჩაიძირა, ხის ნავმა კი წყალზე დაიწყო ტივტივი. ცას ცისარტყელასავით გადაეკრა დრაკონი, რომელმაც წყალი დააშრო. ამის შემდეგ უმცროსი ძმა დაქორწინდა თავის დაზე და დედამიწა მათი შთამომავლობით აივსო.
ფოსილური ნარჩენები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოფელ პოლედრარას მახლობლად აღმოაჩინეს ნამარხი, რომელიც 9 000-ზე მეტ ფოსილურ ნარჩენს შეიცავდა. ეს იყო ისეთი ცხოველების ნაშთები, როგორიცაა უძველესი სპილო, კამეჩი, ირემი, ბარბარული მაკაკა, მარტორქა და ტური, რომელიც დაახლოებით ოთხი საუკუნის წინ გადაშენდა. ეს ადგილი მუზეუმად გადაკეთდა. მნახველებს შეუძლიათ ამ ნარჩენების გარშემო გაკეთებული შემაღლებული ბილიკით დაათვალიერონ ფოსილური ნარჩენები, რომლებიც იმავე მდგომარეობაშია, როგორშიც აღმოაჩინეს.
პალერმოს მახლობლად გამოქვაბული სავსე იყო ტონობით ნამარხი ნაშთებით — ირმების, ხარების, სპილოებისა და სხვადასხვა ასაკის ბეჰემოთის, მათ შორის არშობილი ბეჰემოთის ძვლებით. ფაქტობრივად, ნამარხის აღმოჩენიდან ექვს თვეში 20 ტონა ფოსილური ნარჩენი გაიყიდა.
ინგლისის სამხრეთ ნაწილში პალეონტოლოგმა მანსონ ვალენტინმა აღმოაჩინა ნამარხები, რომლებშიც დიდი რაოდენობით იყო სხვადასხვა ცხოველის, მათ შორის აფთრებისა და პოლარული დათვების ძვლები. რამ განაპირობა ასეთ განსხვავებულ ადგილებში ფოსილური ნარჩენების ნამარხთა არსებობა? ზოგი მეცნიერი ფიქრობს, რომ ეს ცხოველები ბუნებრივი კატასტროფის დროს დაიხოცნენ. რაც უნდა ყოფილიყო ამ მასობრივი გადაშენების მიზეზი, ცხადია, რომ ის შეეხო მთელ ევროპას, ბრიტანეთის კუნძულებს, ციმბირსა და ალასკას.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bailey, Lloyd R. Noah, the Person and the Story, University of South Carolina Press, 1989. ISBN 0-87249-637-6
- Dundes, Alan (ed.) The Flood Myth, University of California Press, Berkeley, 1988. ISBN 0-520-05973-5 / 0520059735
- Faulkes, Anthony (trans.) Edda (Snorri Sturluson). Everyman's Library, 1987. ISBN 0-460-87616-3.
- Greenway, John (ed.), The Primitive Reader, Folkways, 1965.
- Grey, G. Polynesian Mythology. Whitcombe and Tombs, Christchurch, 1956.
- Lambert, W. G. and Millard, A. R., Atrahasis: The Babylonian Story of the Flood, Eisenbrauns, 1999. ISBN 1-57506-039-6.
- Masse, W. B. "The Archaeology and Anthropology of Quaternary Period Cosmic Impact", in Bobrowsky, P., and Rickman, H. (eds.) Comet/Asteroid Impacts and Human Society: An Interdisciplinary Approach Berlin, Springer Press, 2007. p. 25–70.
- Reed, A. W. Treasury of Maori Folklore A.H. & A.W. Reed, Wellington, 1963.
- Reedy, Anaru (trans.), Nga Korero a Pita Kapiti: The Teachings of Pita Kapiti. Canterbury University Press, Christchurch, 1997.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Ballard & The Black Sea დაარქივებული 2009-12-12 საიტზე Wayback Machine. National Geographic
- Flood Legends from Around the World
- Talkorigins.org
- Существуют ли различные источники текстов Торы, рассказывающих о сотворении мира и о Потопе. Комментарий Сончино. Примечания к книге Брейшит.
- Описание Потопа в Торе и параллели в древневавилонской литературе. Комментарий Сончино. Примечания к книге Брейшит.
- Всемирный потоп. Миф, легенда или реальность? დაარქივებული 2008-05-28 საიტზე Wayback Machine.
- протоиерей Стефан Ляшевский, Библия и наука о сотворении мира დაარქივებული 2020-06-06 საიტზე Wayback Machine.
- Чепалыга А. Л. Позднеледниковое обводнение в Понто-Каспийском бассейне как прототип Всемирного Потопа დაარქივებული 2011-04-05 საიტზე Wayback Machine.
- Лаговский В. Тайна Всемирного потопа разгадана: ученые поняли, откуда взялось столько воды для него // Комсомольская правда (интернет-версия). 20.03.2014[მკვდარი ბმული]