ძმები კაკაბაძეების ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძმები კაკაბაძეების ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი მთაწმინდის რაიონი
ისტორიული რაიონი ვერე
წინა სახელები მოსკოვის ქუჩა, გიორგი ლეონიძის ქუჩა, დავით კაკაბაძის ქუჩა

ძმები კაკაბაძეების ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ვერე); შოთა რუსთაველის მოედნიდან მთის ფერდობამდე. XIX საუკუნემდე ქალაქის მიჯნა იყო. ამავე საუკუნის შუა წლებამდე აქედან მიემართებოდა გზა, მცხეთის გავლით, რუსეთისკენ. ადრე აქ იყო ხევი, რომელიც მტკვრისკენ ჩადიოდა. ახლანდელი რუსთაველის მოედნის სიახლოვეს იყო ე.წ. მოსკოვის საგუშაგო („მოსკოვსკაია ზასტავა“) — ქალაქისპირა საპოლიციო პუნქტი შლაგბაუმით. საგუშაგო მოწყობილი იყო ხევზე გადებულ ხის ხიდზე — აქედან მოდის მეორე რუსული სახელწოდება „მოსკოვსკაია ბალკა“. XIX საუკუნის 70-იან წლებში ხევი ამოავსეს. საგუშაგოს მახლობლად გაჩნდა გადამდგარ სამხედრო მოსამსახურეთა დასახლება, შემდგომში — მოსკოვის ქუჩა (დატანილია თბილისის 1876 წლის გეგმაზე) და ვერის დაღმართი (ახლანდელი მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა). 1967 წელს ქუჩას გიორგი ლეონიძის სახელი დაერქვა, 1990 წელს — დავით კაკაბაძის, შემდგომ — ძმები კაკაბაძეებისა (მეორე ძმა — სარგის კაკაბაძე), რომლებიც ამავე ქუჩაზე ცხოვრობდნენ. შემონახულია XIX საუკუნის დასასრულის საცხოვრებელი სახლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]