შინაარსზე გადასვლა

შლაგბაუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თანამედროვე შლაგბაუმი სარკინიგზო გადასასვლელზე ავსტრალიაში
ვერტიკალური შლაგბაუმი
ჰორიზონტალური შლაგბაუმი

შლაგბაუმი (გერმ. schlagbaum — დაცემული ხე) — მოწყობილობა სარკინიგზო ლიანდაგის სწრაფი დასაკეტად და გასახსნელად ჰორიზონტალური (ვერტიკალური შლაგბაუმი) ან ვერტიკალური (ჰორიზონტალური შლაგბაუმი) ისრის ღერძის ირგვლივ შემოტრიალებით. შლაგბაუმებით, როგორც წესი, აღჭურვილია საავტომობილო გზებისა და რკინიგზის ლიანდაგების სარკინიგზო გადასასვლელები. ასევე მათ აყენებენ დაცულ ტერიტორიებზე შესვლის რეგულირებისათვის.[1]

ავტომატური შლაგბაუმი — ტრანსპორტის შესვლა-გამოსვლის მაკონტროლებელი მოწყობილობის თანამედროვე გადაწყვეტაა დაკეტილ, შემოღობილ ტერიტორიებზე და სხვა ობიექტებზე, სადაც აუცილებელია იქ შეზღუდული შეღწევა (სამრეწველო, სასაწყობო, სავაჭრო და საოფისე დაცულ ზონებში, ავტო პარკინგის, ავტო გასაჩერებელ ადგილებში და სხვ.).

შლაგბაუმის კონსტრუქცია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნებისმიერი შლაგბაუმის კონსტრუქცია შედგება ორი ძირითადი ელემენტისგან — სადგამისგან და ისრისგან. დამატებით შლაგბაუმები შეიძლება იყვნენ აღჭურვილები ავტომატიკით, დამჭერით, დამცავი კაბით, ფოტოელემენტებით და სხვა უსაფრთხოების და მართვის მოწყობილობებით.

სადგამი (კვარცხლბეკი)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შლაგბაუმის სადგამი (კვარცხლბეკი) მთელი კონსტრუქციის საფუძველია, რომელზეც მაგრდება ისარი და ძალოვანი მექანიზმი (ელექტროძრავი და სხვ.). სადგამის კორპუსი ჩვეულებრივ მზადდება ანტივანდალური მასალისგან, მდგრადი მექანიკური დაზიანებისა და კოროზიის მიმართ.

შლაგბაუმის ისარი — კონსტრუქციის ელემენტი, უშუალოდ განკუთვნილი გასასვლელი ადგილების проема დასაკეტად. როგორც წესი, ისრები მზადდება ალუმინისგან, ასევე ისინი მზადდება უჟანგავი ფოლადისგან, ხისგან, პლასტიკისგან და სპეციალური შენადნობებისგან. ისრის სიგრძე დამოკიდებულია სარკინიგზო გადასასვლელის სიგანეზე, რომელიც აუცილებელია გადაიკეტოს და შლაგბაუმის გამოყენების ინტენსივობაზე. ისრები არიან მართკუთხა, სამკუთხა და წრიული კვეთის. სიმაღლეში შეზღუდული შენობისთვის ასევე უშვებენ დასაკეც ისრებს. ისრის უსაფრთხოებისთვის ისინი იფარებიან სინათლის ამრეკლი საღებავით ან ღია ფერის იარლიყით (ეს, როგორც წესი, წითელი და თეთრი ფერებისნარევია).

შლაგბაუმი PERCo GS04 დასაკეცი ისრით

დამჭერი განკუთვნილია ისრის გასაჩერებლად და დასაკავებლად შლაგბაუმის დაკეტვისას.

კაბა — დამატებითი მოწყობილობა, რომელიც ემსახურება სატრანსპორტო საშუალებების შლაგბაუმთან უსაფრთხო გავლის უზრუნველყოფას არასაკმარისი მხედველობის პირობებში (ნისლი, წვიმა, თოვლი, დღე-ღამის ბნელი დრო).

გაღებაზე ბრძანებების მიმცემი მოწყობილობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეისათვის არსებობს ბევრი სხვადასხვა მოწყობილობა, რომლებიც ურთიერთმოქმედებენ შლაგბაუმებთან, მათ რიცხვში შედიან: მოშორებით დაყენებული სადენიანი ღილაკები, უსადენო სამაჯური, საკონტაქტო ბარათების წამკითხავი მოწყობილობები და ბევრი სხვა.