იაკობ ბობოხიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაკობ ბობოხიძე
დაბადების თარიღი 31 მაისი, 1931
ქუთაისი
გარდაცვალების თარიღი 17 ივლისი, 2007 (76 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
საქმიანობა კომპოზიტორი

იაკობ ბობოხიძე (დ. 31 მაისი, 1931, ქუთაისი17 ივლისი, 2007) — ქართველი კომპოზიტორი, საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრი (1962). საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1957 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ალექსი მაჭავარიანის კლასი). 1956 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელერადიო მაუწყებლობაში მთავარ ხმის რეჟისორად. 1972-1977 წლებში იყო სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ტელეფილმების სტუდიის მუსიკალური ხელმძღვანელი, 1977 წლიდან — კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მუსიკალური განყოფილების მთავარი რედაქტორი.

იაკობ ბობოხიძის შემოქმედების ძირითადი მიმართულებაა ვოკალურ–სიმფონიური და სასიმღერო ჟანრი. იგი ავტორია: კონცერტი საყვირისა და ორკესტრისათვის (1957), კონცერტინო ფლეიტა–პიკოლოსა და ორკესტრისათვის, საორკესტრო სიუიტა „ბურატინო"(ხუთ ნაწილად), „კანტატა თბილისზე“, კანტატა „დილა“ (საბავშვო გუნდისა და ორკესტრისათვის), ვოკალური ციკლი გუნდი-a cappella(1968, ა. კალანდაძის სიტყვებზე), კანტატა „მთაწმინდის მთვარე“ (1970, გ. ტაბიძის სიტყვებზე), მთელი რიგი საგუნდო და სოლო სიმღერები: „ფიფქები“, „სიმღერა საქართველოზე“, „ფშავური ბალადა“, ვოკალური ციკლი „შავლეგო“ (სამი ბალადა ბანისა და ორკესტრისათვის, მ. გელოვანის ტექსტზე), მუსიკა სპექტაკლებისა და ტელეფილმებისათვის, საბავშვო მუსიკა, საესტრადო სიმღერები; 1973 წელს მან დაასრულა საბავშვო ოპერა „ბურატინო“.

კომპოზიტორი აქტიურად მოღვაწეობდა თეატრსა და კინოში. მუსიკალურად აფორმებდა სპექტაკლებს და ქმნიდა მუსიკას კონოფილმებისათვის.

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1967 — საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე[1]
  • 1982 — საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპოზიტორია ფილმების[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]