ძილგუდასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ძილგუდასებრნი
Graphiurus spec -murinus-1.jpg
სავანის ძილგუდა (Graphiurus murinus)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მღრღნელები
ოჯახი:  ძილგუდასებრნი
ლათინური სახელი
Gliridae (Muirhead, 1819)

ძილგუდასებრნი (ლათ. Gliridae) — ძუძუმწოვრების ოჯახი მღრღნელების რიგისა (ზოგჯერ მათ ცალკე ქვერიგადაც გამოყოფენ). მათი სხეულის სიგრძეა 9–20 სმ. ზურგის მხარეს ცვილისფერ-მურა ან ნაცრისფერია. გავრცელებულნი არიან ევროპისა და აზიის ტყეებსა და ველებში, აფრიკის ტყეებსა და სავანებში, იაპონიაში. უმრავლესობა მეხეური ცხოველია, ბინადრობს ფუღუროებში და ბუდეებში, კარგად დაცოცავს ხეებზე. ძილგუდასებრნი აქტიური არიან ღამით, იკვებებიან მცენარეეთა ნაყოფით და თესლით. ზამთრობით ეძლევიან ძილქუშს. ოჯახში გაერთიანებულია 9 გვარი.[1] საქართველოში გვხვდება 2 გვარის 2 სახეობა (ძილგუდა და ღნავი). ძილგუდასებრნი ზოგან ზიანს აყენებენ ბაღის კულტურებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]