ღნავი
იერსახე
ღნავი | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Dryomys nitedula (Pallas, 1778) | |||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 6858 | |||||||||||||
|
ღნავი, მყავი[1] (ლათ. Dryomys nitedula) — ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 9–10 სმ აღწევს. ბინადრობს ტყეებში, ბუჩქნარებში, ბაღებში, ვენახებში, ზოგჯერ ეზოებში. ვერტიკალურად ვრცელდება 2300 მ-მდე. ბუდეს იკეთებს ხეზე, სოროებში, ხის ფუღუროში. შობს 3–9 თვალაუხილავ ნაშიერს. იკვებება კენკროვნებით, ხილით, წაბლით, თხილით, ნორჩი ყლორტებით. გვიან შემოდგომაზე ზამთრის ძილს ეძლევა. სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს. საქართველოში გავრცელებულია ქვესახეობა კავკასიური ღნავი და ტიხომირევისეული ღნავი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 596.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ მყავი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ციტირების თარიღი: 16 თებერვალი, 2019.