ძილგუდა
იერსახე
ძილგუდა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Glis glis (Linnaeus, 1766) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 39316 | |||||||||||||||
|
ძილგუდა (ლათ. Glis glis) — ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 15–20 სმ. მასა 150–180 გ აღწევს. ზურგის მხარე ბოლისფერ-ნაცრისფერი ან ყავისფერ-ნაცრისფერია და ვერცხლისებრი ელფერი დაკრავს, მუცელი მოთეთრო-მოყვითალოა. აქვს მომრგვალო, უფუნჯებო ყურები. გავრცელებულია ევროპაში, მცირე აზიაში, კავკასიაში. მეხეური ცხოველია. ბინადრობს ფუღუროებში, ზამთრობით ეძლევა ძილქუშს. საქართველოში გვხვდება ძილგუდას 2 ქვესახეობა: ჩვეულებრივი ძილგუდა (Glis glis glis) და კავკასიური ძილგუდა (Glis glis tschetschenicus).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ავალიანი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 273.