ძველი სენაკის მაცხოვრის შობის ეკლესია
იერსახე
| ძველი სენაკის მაცხოვრის შობის ეკლესია | |
|---|---|
|
| |
| ძირითადი ინფორმაცია | |
| რელიგიური წევრობა |
|
| ქვეყანა |
|
| პროვინცია | სამეგრელო-ზემო სვანეთი |
| რაიონი | ძველი სენაკი |
| სტატუსი | მოქმედი |
| ხუროთმოძღვრების აღწერა | |
| თარიღდება | XIX საუკუნით |
| დეტალები | |
| სიგრძე | 24 |
| სიგანე | 19 |
| მასალა | აგური |
ძველი სენაკის მაცხოვრის შობის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დგას სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ სენაკში. ძველი სენაკის მაცხოვრის ეკლესია აიგო XIX საუკუნეში. ტაძარი ნაკურთხია, როგორც მაცხოვრის შობის ტაძარი.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაძარი თავიდან დიდი ზომის ბაზილიკა იყო, შემდეგ გუმბათოვან ნაგებობად გადააკეთეს. ეკლესიას ყოველი მხრიდან ოთხ-ოთხი თაღოვანი სარკმელი აქვს. ფასადებზე გვხვდება სიბრტყის შეწევით მიღებული გოლგოთის ჯვრები. გუმბათი რვაწახნაგაა და რვა სარკმელი აქვს, რომლებიც თაღებშია მოქცეული. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს - დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით, სამივე შესასვლელი სწორკუთხაა. ეკლესია ნაგებია აგურით.[1]