ცხვრის კვლიავი[1] (ლათ.Chamaesciadium acaule) — მრავალწლოვანიბალახოვანი მცენარექოლგოსანთაოჯახისა. სიმაღლეში 10-20 სმ-ია, ღერო ან საერთოდ არ აქვს, ანდაც ძლიერ დამოკლებულია. ფესვთანური როზეტისფოთლები მიწაზეა გართხმული, მოხაზულობით ვიწრო მოგრძოკვერცხისებურია, ორჯერ ფრთისებურად განკვეთილი ხაზურ ან ძაფისებურ ნაკვთულებად. ქოლგა მრავალია. საბურველის და საბურველაკის ფოთოლაკები ხაზურია ან ლანცეტა. ყვავის და ნაყოფმსხმოიარობს ივლის-აგვისტოში. კავკასიის ეკორეგიონის ენდემია. გავრცელებულია კავკასიაში, მცირე აზიასა და ჩრდილოეთ ირანში. გვხვდება მთელ საქართველოში. იზრდება ალპურ სარტყელში, ჩვეულებრივ ალპურ ხალებზე.[2]