ცუცხვათის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცუცხვათის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათში.

შენობა აგებულია ქვითკირით და შემოსილია კარგად გათლილი საფასადე ქვებით. ეკლესიას გარე შვერილი აფსიდი უნდა ჰქონოდა. მას სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის მხრიდან აქვს მინაშენები.სავარაუდოდ ჩრდილოეთის მინაჩენი მოგვიანებით გადააკეთეს. ეკლესიაზე გამოიყოფა მშენებლობის სამი ეტაპი, პირველად აშენდა მცირე ზომის დარბაზული ეკლესია, რომელსაც მოგვიანო პერიოდში გაუკეთეს მინაშენები, მესამე ეტაპზე კი ჩრდილოეთის მინაშენია გადაკეთებული. იგი შედარებით მომცრო ზომისაა, რომლის დასავლეთის კედელზე დასტურდება ჩუქურთმის მეორადი გამოყენების ფაქტი. ნანგრევებში მიმობნეულია დაბალი კვეთის ჩუქურთმიანი ქვები. ეკლესიის სამრხეთ კედლის ფასადზე, კარების დასავლეთით, ქვაზე ამოკვეთილია ასომთავრული წარწერა. ეკლესიას ირგვლივ შემოუყვებოდა გალავანი, რომელშიც სამხრეთის მხრიდან კარის ღიობია გაჭრილი. გალავნის კარები აგებულია კარგად დამუშავებული ქვებით. კარებს აქვს წირთხლი და საურდულე ჭრილები. ეზოში გარდა ეკლესიისა იკითხება სხვადასხვა გეგმარების შენობის კვალი. მათგან ერთ-ერთი შესაძლოა კრიპტა ყოფილიყო. ამ უკანასკნელის ინტერიერში 2000-იან წლებში ჩადგეს მასიური, დიდი ზომის, რკინის ჯვარი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16821