ჩუქურთმა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჩუქურთმა — მხატვრული სამკაული, რომლითაც ამშვენებენ არქიტექტურულ ნაგებობათა ფასადებსა და ინტერიერებს, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს ან სხვადასხვა საგანს. შედგება რიტმულად განმეორებული სკულპტურული, გრაფიკული, ფერწერული, ჭედური, ამოტვიფრული, ქარგული, ნაძერწი და ა. შ. ელემენტებისაგან. ეს ან რეალური სამყაროს — ცხოველთა, მცენარეთა და სხვა მკვეთრად სტილიზებული გამოსახულებებია, ან ურთიერთშეუღლებული გეომეტრიული ფიგურები. ჩუქურთმაში თავს იჩენს როგორც სტილისტური თავისებურებები, ასევე ეროვნული კოლორიტი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]