ციხისყელის ციხე
ციხისყელის ციხე — ციხესიმაგრე მდებარეობს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხაძირში, ცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით ერთ კილომეტრზე, იქ, სადაც კალოთისა და ხიხანის წყალი ერთმანეთს ერთვის.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ციხისყელის არქიტექტურული მონაცემების მიხედვით XII-XIII საუკუნეებით თარიღდება. ციხისყელის საფორტეფიკაციო ნაგებობათა კომპლექსი ფუნქციონირებდა საკმაოდ დიდხანს, მათი დანგრევა უშუალოდ ოსმალო დამპყრობელთა შემოსევასთანაა დაკავშირებული.
სტრატეგიული მნიშვნელობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ციხეს უძველესი დროიდან ჰქონდა სტრატეგიული მნიშვნელობა, რადგან ციხიდან კარგად მოჩანს სხალთისწყლის ხეობა , არსიანისა და შავშეთის მთები თავისი კალთებითა და მასზედ შეფენილი სოფლებით. ციხე პირდაპირ გასცქერის აბუსერიძეთა ციხე-ქალაქ ხიხანს და, მეორე მხვრივ, სხვა ციხე-კოშკებს, რომლითაც ერთვებიან აჭარისწყლის აუზის ერთიანი თავდაცვითი სისტემის რგოლში.
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ციხისყელის გეგმის კომპოზიციას, ფაქტობრივად, გალავნის მოხაზულობა განსაზღვრავს, გალავნის კედლები გორაკის წვერით მოსწორებული ადგილის შესაბამისად მისი გარე მოხაზულობის გაყოლებაზეა ირგვლივ შემოხაზული. არეოლოგიური შესაწვლით დადასტურდა, რომ ციხის აღნაგობაში შედის როგორც თავდაცვითი, ისე საცხოვრებელი თუ სამეურნეო ნაგებობანი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მამულაძე შ., კახიძე ა., აჭარის არქეოლოგიური ძეგლები, თბ. 2016, გვ., 87-88
- თ. კომახიძე, ხულოს რაიონი, ბათუმი, 2006