ციმბირული ცისთვალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ციმბირული ცისთვალა
Blausternchen 2.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ერთლებნიანები
რიგი: Asparagales
ოჯახი: Asparagaceae
სახეობა: ციმბირული ცისთვალა
ლათინური სახელი
Scilla siberica

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში



ციმბირული ცისთვალა (ლათ. Scilla siberica) — მრავალწლოვანი ბალახოვანი ბოლქვიანი მცენარე Asparagaceae-ის ოჯახისა. წარსულში მიეკუთვნებოდა Liliaceae-ის ან Hyacinthaceae-ის ოჯახს. ეფემერული მცენარეა. იზრდება 10-20 სმ-მდე. როგორც ადგილობრივი მცენარე გავრცელებულია სამხრეთ-დასავლეთ რუსეთში, კავკასიასა და თურქეთში. გვხვდება საქართველოს ტყეებსა და ბუჩქებშიც. უპირატესობას ანიჭებს ფართოფოთლოვან ტყეებსა და ფხვიერ, არა მჟავა, კარგად დრენირებულ ნიადაგს. ყვავის მარტ-აპრილში. აქტიურად სტუმრობენ მწერები. ნაყოფი — კოლოფია. თესლს აქვს სპეციალური დანამატები, რომელიც ჭიანჭველებს იზიდავს. ღია ლურჯი იშვიათად თეთრი ხაზოვანი ფოთლები სიგრძით 10-15 სმ, ხოლო სიგანით 1-2 სმ-ია. ბოლქვები კვერცხისებრია, რომელთა სიგრძეა 2,5 სმ, სიგანე განიკვეთში 1-2 სმ. ზამთარგამძლეა. XVIII საუკუნიდან ფართოდ გამოიყენება როგორც დეკორატიული მცენარე. სახეობრივი ეპითეტი შეცდომით აქვს მინიჭებული, რამეთუ ციმბირში არ გვხვდება. ციმბირული ცისთვალა გამოიყენება აივნის გასაფორმებლად გაზაფხულზე.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]