შინაარსზე გადასვლა

ცერერა (მითოლოგია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცერერა


მითოლოგია: ძველი რომის რელიგია
სხვა კულტურებში: დემეტრა
სქესი: მდედრობითი
გავლენის სფერო: სოფლის მეურნეობა, grain, ნაყოფიერება და motherhood
მამა: სატურნი
დედა: რეა და Ops
და-ძმა: ვესტა, პლუტონი, იუპიტერი, ნეპტუნი და იუნონა
შვილები: პროზერპინა
გამოსახულებები

ცერერა (ლათ. Cerēs, -ris) — ველ-მინდვრისა და ნაყოფიერების, სოფლური ცხოვრებისა და ხორბლეულის ქალღმერთი რომაულ მითოლოგიაში. საზოგადოებრივი და მოქალაქეობრივი წესრიგის დამფუძნებელი. სატურნის და რეას ასული, იუპიტერის და, პროზერპინას დედა. ბერძნული დემეტრას რომაული სახე. ძირითადად პლებეების ქალღმერთი იყო. მისი კულტისადმი მიძღვნილი დღესასწაულები (Cerealia) იმართებოდა ცირკში 11-12 აპრილს და 8 დღეს გრძელდებოდა. დღესასწაულის დროს იცვამდნენ თეთრ განსაცმელს, მსხვერპლად სწირავდნენ ღორს. მიწის მუშა მკის წინ ქალღმერთს ღორს უკლავდა და პირველ მოსავალს სწირავდა. ცერერას პირველი ტაძარი რომში ძვ. წ. 496 წელს, შიმშილობის დროს აუგეს გამოსახავდნენ წარმოსადეგ, დედობრივი, ლმობიერი და სათნო სახის ქალად, თავთავის გვირგვინით დამშვენებულს, ჩირაღდნით. და ნაყოფით სავსე კალათით (პომპეის ფრესკის გამოსახულება), ზოგჯერ თავთავითა და ყაყაჩოებით ხელში.

მისი სახელი დაერქვა მზის სისტემის ჯუჯა პლანეტა ცერერას.

  • გელოვანი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 203.
  • გელოვანი ა., მითოლოგიური ლექსიკონი, თბილისი, 1983. — გვ. 544.