შინაარსზე გადასვლა

პროზერპინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროზერპინა


სხვა კულტურებში: პერსეფონე და ლიბერა
სქესი: მდედრობითი
მამა: იუპიტერი
დედა: ცერერა
მეუღლე: პლუტონი, ლიბერი და Ercina
გამოსახულებები

პროზერპინა[1] (ლათ. Proserpina) — ცერერას და იუპიტერის შვილი, დედამიწის მცენარეული ძალებისა და მიწისქვეშეთის, საიქიოს ქალღმერთი.[2] მსხმოიარე სამყაროს ღვთაება, რომელსაც ლიბერასთან აიგივებდნენ. მოგვიანებით, როდესაც რომში გავრცელდა პერსეფონეს კულტი, მას სახელი პროზერპინა მიუსადაგეს. რომაელმა მწერლებმა პერსეფონესთან დაკავშირებული ყველა მითი უცვლელად გადმოიტანეს, ოღონდ სახელი შეუცვალეს ბერძენ ქალღმერთს და მას პროზერპინა უწოდეს.

ევროპულ ხელოვნებასა და მწერლობაშიც უფრო ხშირად ვხვდებით პროზერპინას სახელს (გოეთეს დრამა „პროზერპინა“. შელის პოემა „პროზერპინას სიმღერა“. პუშკინის ლექსი „პროზერპინა“ და სხვა).

მის სახელს ატარებს 1853 წელს აღმოჩენილი ასტეროიდი (26) პროზერპინა.

  • გელოვანი ა., „მითოლოგიური ლექსიკონი“, თბილისი, 1983. — გვ. 424.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]