ცერბერი (ლათ.Cerberus) — გველების გვარი ანკარასებრთა ოჯახისა. მათი სიგრძე 1,3 მ აღწევს. კუდი გვერდებიდან ოდნავ შებრტყელებულია. შეფერილობა ზემოდან ნაცრისფერია, სუსტად გამოხატული შავი ლაქები აყრია ან განივი ზოლები დასდევს. ქვემოდან მუქნახატიანი ღია ყვითელია. გვარში 3 სახეობაა. გავრცელებული არიან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ჩრდილოეთ ავსტრალიაში. ყველაზე უფრო ცნობილია Cerberus rhynchops. ბინადრობს მდინარეთა შესართავებსა და ლაგუნებში, როგორც მტკნარ, აგრეთვე მომლაშო მტკნარ წყალში. იკვებება თევზით. დედალი შობს 8-26 ნაშიერს.