ცემენტაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ცემენტაცია — პროცესი ფერად და შავ მეტალურგიაში, ასევე მშენებლობაში.

ცემენტაცია ფერად მეტალურგიაში, ჰიდრომეტალურგიული პროცესი, რომელიც ემყარება უფრო მეტად ელექტროდადებითი ლითონების გამოძევებას მათი ნაერთების ხსნარიდან ნაკლებად ელექტროდადებითი ლითონებით, რომლებიც მყარ მდგომარეობაშია. ცემენტაციას ძირითადად იყენებენ ოქროსა და სპილენძის დასალექავად და ელექტროლიტის გასაწმენდად ნიკელის წარმოების დროს.

ცემენტაცია შავ მეტალურგიაში, ფოლადის ცემენტაცია, ლითონის ნაკეთობათა ქიმიურ-თერმული დამუშავება ზედაპირული შრის ნახშირბადით გაჯერების შედეგად 900-950C° ტემპერატურის პირობებში. ცემენტაციის მიზანია ნაკეთობის სისალის, ცვეთამედეგობისა და დაღლილობითი სიმტკიცის გაზრდა.

ცემენტაცია მშენებლობაში, გრუნტების, ქანების, ქვისა და ბეტონის წყობის გამაგრება სიცარიელეებში, ბზარებსა და ფორებში თხევადი ცემენტის ხსნარის ან ცემენტის სუსპენზიის დაჭირხნით. იყენებენ ნაგებობების საძირკვლის გასამაგრებლად, ფილტრაციასაწინაღოფარდის შესაქმნელად, ქანებისთვის წყალშეუღწეობის მისანიჭებლად და მიწისქვეშა გვირაბის გაყვანისას, ქვისა და ბეტონის წყობის მონოლითურობისა და წყალშეუღწევობის ასამაღლებლად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]