სუსპენზია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სუსპენზია (გვიანდელი ლათინური სიტყვა suspensio — ჩამოკიდება) — დისპერსიული სისტემა, რომელიც შედგება მყარი სხეულის ნაწილაკებისა და თხევადი სადისპერსიო არისაგან. სუსპენზია უხეში დისპერსიული სისტემაა. მას ღებულობენ თხევად გარემოში მყარი სხეულის დისპერსირებით, მშრალი ფხვნილების სითხესთან შერევით, კოლოიდური ნაწილაკების გამსხვილებით კოაგულაციის შედეგად და სხვა. სუსპენზიას ფართოდ იყენებენ სამშენებლო ტექნოლოგიაში, კერამიკულ, პლასტმასების, ლაქ-საღებავის, ქაღალდისა და სხვათა წარმოებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]