ჩუმლაყის ორმოცი მოწამის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩუმლაყის ორმოცი მოწამის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის დასავლეთით, 1,5 კილომეტრზე, ხევის პირას. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.

ძეგლი თითქმის მთლიანად იყო დანგრეული. ნაგებობიდან (6,7x5 მეტრი) შემორჩენილი იყო აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლის ნაწილები და ჩრდილოეთ კედლის ნაშთი, რომლებიც მსხვილი და საშუალო ზომის რიყის ქვითა და კირის ხსნარით იყო ნაგები.

2000 წელს ბიზნესმენ გ. თოფაძისა და ადგილობრივი მოსახლეობის შემოწირულობებით ეკლესია აღადგინეს (საკმაოდ დაუდევრად) და იგი თუნუქის სახურავით გადახურეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]