ჩუმლაყის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ჩუმლაყის ბრძოლა1812 წლის კახეთის აჯანყების ნაწილი. ბრძოლა გრიგოლ ბატონიშვილისა და გერნერალ პაულუჩის (ეს უკანასკნელი რუსეთ-ირანის ფრონტიდან თბილისში დაბრუნდა, რათა ჯარის სათავეში ჩამდგარიყო) ჯარებს შორის. ბრძოლა გაიმართა 1812 წლის მარტში, სოფელ ჩუმლაყთან. 4 ათასი ქართველი თავგანწირულად ებრძოდა რუსეთის რეგულარულ ჯარს. ქართველებმა მტერს დიდი ზიანი მიაყენეს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდნენ. გრიგოლ ბაგრატიონი ტყვედ ჩავარდა. ჩუმლაყის ბრძოლის შემდეგ აჯანყებულებმა მტერს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს და ბრძოლა შეწყვიტეს. აჯანყება სექტემბრამდე შეჩერდა[1].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ისტორია - სრული კურსი აბიტურიენტთათვის, ნუგზარ მოლაშვილი, თბილისი, 2010, „ცის ნამი“, ISBN 978-9941-419-01-0