ჩიტა-დი-კასტელო
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ჩიტა-დი-კასტელო Città di Castello | |||
ქალაქის ერთ-ერთი მონაკვეთი | |||
| |||
ქვეყანა | იტალია | ||
რეგიონი | უმბრია | ||
კოორდინატები | 43°27′39″ ჩ. გ. 12°14′38″ ა. გ. / 43.46083° ჩ. გ. 12.24389° ა. გ. | ||
ფართობი | 387.53 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 288 მ | ||
მოსახლეობა | 40 211 კაცი (2008) | ||
სიმჭიდროვე | 104 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||
სატელეფონო კოდი | 075 | ||
საფოსტო ინდექსი | 06010, 06011, 06012, 06018 | ||
საავტომობილო კოდი | PG | ||
ოფიციალური საიტი | comune.citta-di-castello.perugia.it | ||
ჩიტა-დი-კასტელო (იტალ. Città di Castello) — ქალაქი და კომუნა იტალიის ცენტრალურ რეგიონ უმბრიაში. ქალაქ პერუჯიდან მდებარეობს ჩრდილოეთით 56 კმ-ზე, ხოლო ქალაქ ჩეზენადან სამხრეთით 104 კმ-ში.
ქალაქი გაწოლილია მდინარე ტიბრის ზემო დინების ხეობაში, აპენინების მთების გასწვრივ. სავარაუდოდ ჩიტა-დი-კასტელო ეტრუსკული ან უმბრიული წარმოშობისაა. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 89 წელს წარმოადგენდა რომაულ მუნიციპს. 550 წელს კი ქალაქი გაღატაკებული იყო ოსტგუთების მიერ.
752 წელს ფრანკთა მეფემ პიპინ მოკლემ ქალაქი ვატიკანს გადასცა, თუმცა ქალაქს ეუფლებოდა პაპთა ორი მხარე: პერუჯა და ფლორენცია. 1375 წელს ჩიტა-დი-კასტელო შეუერთდა ეკლესიის მთავრების წინააღმდეგ აჯანყებაში.
1474 წელს რომის პაპმა სიქსტუს IV-მ ქალაქში გამოუშვა თავისი ნათესავი იულიუს II, რომელმაც ქალაქი ალყაში მოაქცია, თუმცა ჩიტა-დი-კასტელოს მთავრებმა არ დათმეს ქალაქი იქამდე, ვიდრე არ დარწუმუნდნენ, რომ არმია არ გადავიდოდა ფედერიკო და მონტეფელტროს ხელში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Youtube.com
- Newadvent.org
- Touring Club Italiano, 1966. Guida d'Italia: Umbria pp136-42.
- Official homepage (in Italian) (in English)
- Bill Thayer's site
- Basic information at Umbria Online (in English) დაარქივებული 2008-05-12 საიტზე Wayback Machine.
- Umbria Travel: Città di Castello დაარქივებული 2019-06-07 საიტზე Wayback Machine.