შინაარსზე გადასვლა

ჩიმენლი (მურღული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ჩიმენლი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ართვინის პროვინცია
რაიონი მურღული
კოორდინატები 41°17′26″ ჩ. გ. 41°35′41″ ა. გ. / 41.2907111° ჩ. გ. 41.5949500° ა. გ. / 41.2907111; 41.5949500
ადრეული სახელები კორიდეთი
მოსახლეობა 70 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 466[1]
საავტომობილო კოდი 08[2]
ჩიმენლი (მურღული) — თურქეთი
ჩიმენლი (მურღული)

ჩიმენლი (თურქ. Çimenli; ქართ. კორიდეთი) — სოფელი თურქეთში, ართვინის პროვინციის მურღულის რაიონში. მდებარეობს მდინარე მურღულის (ჭოროხის შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე, მურღულიდან დაშორებულია 5 კილომეტრით.

კორიდეთის მფლობელები იყვნენ სამცხის ფეოდალები, ჯაყელთა ერთ-ერთი საგვარეულო განშტოება. მათ მამულების გამო ჰქონდათ ბრძოლა ღობიარებთან, რომლებმაც გადაწვეს კორიდეთი. სოფელში მოქმედებდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი. მასში X საუკუნიდან დაცული იყო IX საუკუნის სახარება, რომელიც კორიდეთის ოთხთავის სახელითაა ცნობილი. კორიდეთში ის XV საუკუნემდე ინახებოდა, ხოლო შემდეგ სვანეთში, კალაში გადაიტანეს.[3]

ოსმალეთის იმპერიის ადმინისტრაციული დაყოფით შედიოდა ლაზისტანის სანჯაყის ლივანას კაზაში. 1878 წელს ბერლინის ხელშეკრულებით გადაეცა რუსეთის იმპერიას და შევიდა ბათუმის ოლქში.[4] 1893 წელს კორიდეთი სხვა სოფლებთან ერთად (ადურჩა, დურჩა, ბუჯური, კაბარჯეთი, ოსმალი) შედიოდა ართვინის ოკრუგის ძანსულის სასოფლო საზოგადოებაში. კორიდეთში ცხოვრობდა ქართველების 9 კომლი.[5]

სოფლის მოსახლეობა წლების მიხედვით
2010 70
  1. https://www.bilkent.edu.tr/rehber/citycode.htm
  2. https://web.archive.org/web/20230307031655/https://www.kgm.gov.tr/SiteCollectionDocuments/KGMdocuments/Istatistikler/DevletIlYolEnvanter/IllereGoreIlYollari.pdf
  3. ყაუხჩიშვილი, ს., კორიდეთის ოთხთავის ბერძნული მინაწერები // ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტ. VII, თბილისი: მეცნიერება, 1967. — გვ. 1-16.
  4. ფრენკელი ა., „ნარკვევები ჩურუქ-სუსა და ბათუმზე“ = Очерки Чурук-Су и Батума [1879], თბილისი, 2012. — გვ. 210.
  5. ჯანაშვილი მ., „კორიდეთის ოთხთავის ქართული წარწერები“ // ძველი საქართველო, ტ. I, ტფილისი: საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, 1909. — გვ. 74-87.