ჩვეულებრივი წყრომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩვეულებრივი წყრომი
წყრომი.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ფრინველები
რიგი:  ბუსნაირნი
ოჯახი:  ბუსებრნი
გვარი:  წყრომი
სახეობა:  ჩვეულებრივი წყრომი
ლათინური სახელი
Otus scops (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 155019854
გავრცელება
OtusScopsIUCNver2019-3.png
  მხოლოდ ბუდობა
  მთელი წლის მანძილზე
  მიგრაციის მარშრუტები
  მიგრაციის რაიონები

ჩვეულებრივი წყრომი (ლათ. Otus scops) — ფრინველი ბუსნაირთა რიგისა. გავრცელებულია საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. წყრომი საკმაოდ ცვალებადი შეფერილობისაა, რომელიც მერყეობს მურა-რუხიდან, მოწაბლისფრო-ქარც ფერამდე. თავის ზემოთა ნაწილი და ზურგი აჭრელებულია ნაზი, წვრილი წინწკლებით და მოგრძო, რუხი, ვიწრო ლაქებით. ფრთებზე მრავლადაა მსხვილი თეთრი ან ჟანგმიწისფერი ლაქები. ფრთების წვეროებზე აქვს მოშავო ფერის არშიები. სხეულის ქვედა მხარე ზედაზე უფრო ღია შეფერილობისაა და ისიც ჭრელია. ის სხვა მონათესავე სახეობებთან შედარებით მომცრო ზომის ფრინველია, მისი სიგრძე 19-20 სანტიმეტრია ხოლო გაშლილი ფრთების სიგანე 47–54 სანტიმეტრია, რაც ჭოტის ფრთების სიგანეზე მცირეა.

ჩვეულებრივი წყრომი გავრცელებულია ევროპაში, აზიაში ბაიკალის ტბამდე და ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთამდე. აგრეთვე აფრიკაში, კანარის კუნძულებსა და კავკასიაში. ჩვეულებრივი წყრომის საბინადრო არეალია ფოთლოვან და შერეულ ტყეთა კორომები, ქვეტყითა და ხშირი ფუღუროიანი ხეებით. აგრეთვე ბაღები, პარკები და მცირე დასახლებული პუნქტები. ის გვხვდება ზღვის დონიდან 1 600 მეტრ სიმაღლემდე.

ჩვეულებრივი წყრომი ბუდობს წყვილებად, ის ბუდეს აწყობს ფუღუროებში, იშვიათად შენობებსა და კედლებში. ზოგჯერ იკავებს ყვავების მიერ მიტოვებულ ძველ ბუდეებს. მაისში ან ივნისის დასაწყისში დებს 2-3 თეთრ, მონაცრისფრო შეფერილობის კვერცხს. ჩვეულებრივი წყრომი ძირითადად მწერებით იკვებება, იშვიათად მცირე ზომის ცხოველებით ან ფრინველებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აბულაძე ა., ბუხვიკაშვილი ა., თარხნიშვილი დ., ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ხერხემლიან ცხოველთა საველე ცნობარი, თბ., 2001. — გვ. 128.