ჭოტი
იერსახე
| ჭოტი | ||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
ჭოტი | ||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||
| Athene noctua | ||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 22689328 | ||||||||||||
| ||||||||||||
ჭოტი (ლათ. Athene noctua) — ფრინველი ბუსნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 25 სმ, მასა 170 გ აღწევს. ბუსგან განსხვავებით „ყურები“ არ აქვს. გავრცელებულია ცენტრალურ და სამხრეთ ევროპაში, აზიაში (ჩრდილოეთ რეგიონების გარდა), ჩრდილოეთ აფრიკაში. საქართველოში მობინადრე ფრინველია. სინანთროპია, ბინადრობს ადამიანის სამოსახლოში, ზოგჯერ — მშრალ ველებსა და უდაბნო ადგილებში. იკვებება წვრილი მღრღნელებით, მწერებით, იშვიათად პატარა ჩიტებით. ზოგჯერ სახელწოდება ჭოტს არასწორად ხმარობენ ზარნაშოს სინონიმად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 405.
