ჩვეულებრივი კატისთვალა გველი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩვეულებრივი კატისთვალა გველი
Mediterranean Cat Snake.jpg
ჩვეულებრივი კატისთვალა გველი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ქვეწარმავლები
რიგი: ქერცლიანები
ქვერიგი: გველები
ოჯახი: ანკარასებრნი
გვარი: კატისთვალა გველი
სახეობა: ჩვეულებრივი კატისთვალა გველი
ლათინური სახელი
Telescopus fallax

კატისთვალა გველი (ლათ. Telescopus fallax) — გველი ანკარასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 70 სანტიმეტრს აღწევს. ზურგის მხრიდან მოშავო-მონაცრისფრო ფერისაა. ზურგზე გასდევს შავი ზოლები, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილნი არიან ღია ფერის არეებით. გავრცელების არეალი: აზერბაიჯანი, ნახიჩევანი, დაღესტანი, საქართველო. ცხოვრობს მშრალ, ქვა-ღორღიან ადგილებში. იკვებება ხვლიკებით, პატარა ფრინველებით, რომლებსაც პირდაპირ ბუდიდან იტაცებს. ნადავლს ჯერ შხამავს, შემდგომ სხეულით ძვლებში ამტვრევს და ყლაპავს. კარგად ადის ხეებზე. საშიშროების დროს იღებს დამახასიათებელ პოზას: სხეულის უკანა ნაწილს დაიხვევს, წინას კი მიწიდან ზევით აღმართავს, აკეთებს გამაფრთხილებელ მოძრაობებს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Ядовитые животные и растения СССР, 1990 წ, გვ. 124-125.