ჩეხონი
იერსახე
| ჩეხონი | |||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||
| |||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||
|
Pelecus cultratus (კარლ ლინე, 1758) | |||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 16494 | |||||||||
| |||||||||
ჩეხონი (ლათ. Pelecus cultratus) — ნახევრად გამსვლელი ან მტკნარი წყლის თევზი კობრისებრთა ოჯახისა. აქვს წაგრძელებული, გვერდებიდან შებრტყელებული სხეული, რომლის სიგრძე 30-40 (ზოგჯერ 60-მდე) სმ, მასა — 300-400 გ — 2 კგ აღწევს. გავრცელებულია ბალტიის, შავ, კასპიისა და არალის ზღვებში, აგრეთვე ტბებსა და წყალსატევებში. პელაგიური თევზია, ცხოვრობს წყლის სქელ ფენებში. სქესობრივ სიმწიფეს აღწევს 3-5 წლისა. ტოფობს მაის-ივნისში. ნახევრად გამსვლელი ფორმები იზამთრებენ მდინარეებში. იკვებება უხერხემლოებითა და წვრილი თევზებით. ძვირფასი სარეწაო თევზია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Никольский Г. В., Частная ихтиология, 3 изд., М., 1971.
