ჩერხოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩერხოვი
ჩერხოვი
ჩერხოვი
კოორდინატები: 49°23′00″ ჩ. გ. 12°47′01″ ა. გ. / 49.38333° ჩ. გ. 12.78361° ა. გ. / 49.38333; 12.78361
ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
სიმაღლე 1042 
ქედი ჩეხეთის ტყე
ჩერხოვი — ჩეხეთის რესპუბლიკა
ჩერხოვი

ჩერხოვი (ჩეხ. Čerchov, გერმ. Schwarzkopf) — მთა ჩეხეთში. ჩეხეთის ტყის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 1042 მ. გერმანია-ჩეხეთის საზღვრიდან მდებარეობს 2 კილომეტრში. ჰაერის საშუალო ტემპერატურა უდრის 4,2°C-ს. ატმოსფერული ნალექების რაოდენობა წელიწადში 1168 მმ. 1894 წელს ვილემ კურცის ინიციატივით მთაზე აღიმართა 18 მ სიმაღლის ხის კოშკი, რომელიც 1905 წლისათვის ქვის ნაგებობით შეიცვალა. მეორე მსოფლიო ომის (1939-1945) შემდეგ იყენებდნენ სამხედროები. ამჟამად ჩერხოვი ტურიზმის ობიექტია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]