ჩარლი ჩაპლინის ქანდაკება (ლონდონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჩარლი ჩაპლინის ქანდაკება 2016 წელს.

ჩარლი ჩაპლინის ქანდაკებაინგლისელი მოქანდაკის, ჯონ დაბლდეის მიერ 1979 წელს შექმნილი ქანდაკება, რომელიც გამოსახავს ინგლისელ კომედიურ მსახიობსა და რეჟისორს, ჩარლი ჩაპლინს, რომლის ყველაზე პოპულარული პერსონაჟია მაწანწალა. მდებარეობს ლესტერის მოედანზე.

ჩაპლინის მემორიალის მის მშობლიურ ქალაქში აღმართვის შესახებ წინადადება, მისი გარდაცვალების დღეს, 1977 წლის 25 დეკემბერს, დიდი ლონდონის საბჭოს ოპოზიციის ლიდერმა — ილტიდ ჰერინგტონმა წამოაყენა. მემორიალისთვის განკუთვნილ ადგილად, თავდაპირველად, სამხრეთი ლონდონის მთავარი გზაჯვარედინი, Elephant and Castle განიხილებოდა, სადაც, ჩაპლინმა სიცოცხლის ადრეული წლები გაატარა, თუმცა, გეგმა შეიცვალა და ქანდაკების განსათავსებელი ადგილის პრივილეგია ლესტერის მოედანს მიენიჭა[1] . ბრინჯაოს ქანდაკება, საზეიმოდ გაიხსნა 1981 წლის 16 აპრილს (ჩაპლინის დაბადებიდან 92-ე წლისთავზე), თავდაპირველ ადგილმდებარეობაზე, მოედნის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში, მსახიობ რალფ რიჩარდსონის მიერ. კვარცხლბეკზე გამოსახულია წარწერა:

ვიკიციტატა
„გენიალური კომიკოსი, რომელმაც ბევრ ადამიანს მიანიჭა სიამოვნება.“

შემდეგ წელს, შვეიცარიის ქალაქ ვევეში, სადაც ჩაპლინი 1952 წლიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა, ქანდაკების უმნიშვნელოდ შეცვლილი ვერსია აღიმართა. 1989-1992 წლებში ლესტერში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოების გამო, მემორიალი მოედნის ცენტრალურ ნაწილში, უილიამ შექსპირის ქანდაკების ჩრდილოეთით გადაიტანეს[1].

2010-2012 წლების რესტავრაციის პერიოდში, ჩაპლინის ქანდაკება, უილიამ ჰოუგართის, ჯონ ჰანტერის, ისააკ ნიუტონის და ჯოშუა რეინოლდზის ბიუსტებთან ერთად[2], მოედნის მიმდებარე ქუჩაზე განთავსდა[3], სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში სკულპტურების დაზიანების პრევენციის მიზნით. 2016 წელს, ჩარლი ჩაპლინის ქანდაკება, ლესტერის მოედანზე დააბრუნეს და მის 127-ე დაბადების დღეზე, კვლავ საზეიმოდ გახსნეს[4].

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Ward-Jackson, Philip (2011), Public Sculpture of Historic Westminster: Volume 1, Public Sculpture of Britain, 14, Liverpool: Liverpool University Press, ISBN 978-1-84631-691-3
  2. Howie, Michael (2012-06-01), "Leicester Square or bust... historians demand the return of famous Britons", London Evening Standard, http://www.standard.co.uk/news/london/leicester-square-or-bust-historians-demand-the-return-of-famous-britons-7810885.html. წაკითხვის თარიღი: 2014-09-22
  3. Statue of Charlie Chaplin returns to Leicester Square, Spotlight, 1 October 2013, http://www.spotlight.com/news/archive/2013/10/01/statue-of-charlie-chaplin-returns-to-leicester-square.aspx. წაკითხვის თარიღი: 19 July 2014
  4. Westminster City Council to unveil statue to film icon Charlie Chaplin in Leicester Square, Westminster City Council, 15 April 2016, https://www.westminster.gov.uk/westminster-city-council-unveil-statue-film-icon-charlie-chaplin-leicester-square-london-home-uk. წაკითხვის თარიღი: 23 April 2016[მკვდარი ბმული]