ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმია
China Emblem PLA.svgPeople's Liberation Army Flag of the People's Republic of China.svg
დაარსების წელი 1927 წლის 1 აგვისტო
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი National Flag of Chinese Soviet Republic.svg ჩინეთის საბჭოთა რესპუბლიკა 1921-1937
შემადგენლობა
დანაყოფები Ground Force Flag of the People's Republic of China.svg ჩინეთის სახმელეთო ძალები

Naval Ensign of the People's Republic of China.svg ჩინეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტი

Air Force Flag of the People's Republic of China.svg ჩინეთის სამხედრო-საჰაერო ძალები

ჩინეთის მეორე საარტილერიო კორპუსი
ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიცია
ხელმძღვანელობა
ცენტრალური სამხედრო კომისიის მდივანი ჰუ ძინტაო
თავდაცვის მინისტრი გენერალი ლიან გუანლი
ჩსგა-სგენერალური შტაბის დეპარტამენტის შეფი გენერალი ჩენ ბინდე
ცოცხალი ძალა
სამხედრო ასაკი მამრობითი სქესი 18-დან 49 წლამდე
გამოსადეგი სამხედრო სამსახ. 16–49: 385,821,101 მამაკაცები

16–49: 363,789,674 ქალები
ყოველწლიურად სამხედრო ასაკის ხდება მამ: 10,406,544
ხარჯები
ბიუჯეტი $100 მილიარდი
603,1 მილიარდი იუანი (2011)
ეშპ-ის % 1.65% (2011)
ინდუსტრია
ადგილობრივი მომწოდებელი ნორინკო
ჩინეთის საავიაციო ინდუსტრიის კორპორაცია.
თვითმფრინავების წარმოების კორპორაცია
ხიანის თვითმფრინავის სამრეწველო კორპორაცია.
შანხაის თვითმფრინავების წარმოების კორპორაცია
ჩინეთის აერონავტიკის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის კორპორაცია
ჩინეთის გემთმშენებელი ინდუსტრიის კორპორაცია
ჩინეთის სახელმწიფო გემთმშენებელი კორპორაცია
ძიანსის გემთმშენებელი ქარხანა.
ჩენდუს თვითმფრინავის სამრეწველო ჯგუფი.
ჩინეთის ეროვნული აერო-ტექნოლოგიების იმპორტის და ექსპორტის კორპორაცია.
საგარეო მომწოდებლები რუსეთის დროშა რუსეთი
ისრაელის დროშა ისრაელი
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
აშშ-ის დროშა აშშ
ჩსგა-ს საპატიო ყარაულის ჯარისკაცების ასეული

ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმია (ჩსგა, ჩინ: 中国人民解放军) — ოფიციალური სახელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები, ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია მსოფლიოში (2 250 000 ადამიანი). არმია შეიქმნა 1927 წლის 1 აგვისტოს ნანჩანსკის აჯანყების შედეგად, როგორც კომუნისტური წითელი არმია, მაო ძედუნის ხელმძღვანელობით. სამოქალაქო ომის დროს მოაწყო ჩინელი კომუნისტების დიდი ლაშქრობა. სახელწოდება „ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმია“ გამოიყენებოდა შეიარაღებული ძალების, 1946 წლის ზაფხულში ჩამოყალიბებული ჩკპ-ს ჯარების, მერვე არმიის, მეოთხე არმიის და ჩრდილო-აღმოსავლეთის არმიის მიმართ; 1949 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ ეს სახელი ეწოდა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს.

კანონი ითვალისწინებს სამხედრო სავალდებულო სამსახურს მამაკაცებისთვის 18 წლიდან; მოხალისეები მიიღება 49 წლამდე. ჩინეთის მამრობითი სქესის ყველა მოქალაქე 18-დან 30 წლამდე ვალდებულია მოიხადოს სამხედრო სავალდებულო სამსახური 24 თვის ვადით. არმიის რეზერვში სამხედრო მოსამსახურის ზღვრული ასაკია — 50 წელი. ომის დროს თეორიულად შეიძლება მობილიზირებული იქნეს 400 000 000-მდე ადამიანი.

ჩსგა პირდაპირ არ ექვემდებარება პარტიას ან ხელისუფლებას, ის ექვემდებარება ორ ცენტრალურ სამხედრო კომისიას — სახელმწიფო და პარტიული. ეს კომისიები, როგორც წესი იდენტურია შემადგენლობით, და ტერმინი „ცენტრალური სამხედრო კომისია“ გამოიყენება მხოლობით რიცხვში. ცსკ-ს მდივანის თანამდებობა არის წამყვანი თანამდებობა მთელი ქვეყნისათვის. ბოლო წლებში ეს თანამდებობა უკავია ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანს.

ტერიტორიული განთავსების თვალსაზრისით, ქვეყანა იყოფა სამხედრო ოლქებად.

ჩსგა-ს ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ჩინეთის წითელი არმია.
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : მერვე არმია (ჩსგა).
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ახალი მეოთხე არმია.

შეიარაღებული ძალების შემადგენლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

People's Liberation Army Flag of the People's Republic of China.svg

სახმელეთო ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Ground Force Flag of the People's Republic of China.svg

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ჩინეთის სახმელეთო ძალები.

საჰაერო ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Air Force Flag of the People's Republic of China.svg

სამხედრო-საზღვაო ფლოტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Naval Ensign of the People's Republic of China.svg

სტრატეგიული სარაკეტო ძალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩინური ბალისტიკური რაკეტისს მოქმედები რადიუსი

ჩინეთის სახალხო-განმანთავისუფლებელი არმიის მეორე საარტილერიო კორპუსის შემადგენლობაში შედის 100 ათასი ადამიანი. სხვადასხვა შეფასებებით, ბირთვული ჭურვების რაოდენობა შეადგენს 100-დან 400 ცალამდე.

ჩინეთის სახალხო შეიარაღებული პოლიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]