თაღნარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თაღნარი

თაღნარი, არკატურა — დეკორატიულ-პლასტიკური დამუშავების მიზნით შენობის ფასადზე ან სათავსის შიგა კედლებზე გამოყვანილი ყრუ თაღედი, რომელიც ზოგჯერ ოთხივე მხარეს გასდევს შენობას. X-XII საუკუნეებში ქართულ ხუროთმოძღვრებაში გავრცელებული იყო ფასადების ხუთთაღიანი კომპოზიცია (ოშკის, ბაგრატის; ალავერდის, სვეტიცხოველის და სხვა ტაძრები).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 4, გვ. 593, თბ., 1979