შუშანეთის საწნახელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შუშანეთის საწნახელიარქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუშანეთში. კომპლექსი მოიცავს, საწნახელს, სატრაპეზოსა და პატარა ზომის ეკლესიას. გამართულია ფერდობზე ხელოვნურად შექმნილ ტერასაზე, რომლის სიგრძე 15 მ, სიგანე 18 მ. მთლიანი ფართობი 270 მ²—ია.

ჯერ საწნახელი აუგიათ ხოლო შემდეგ დასავლეთით მიუშენებიათ სატრაპეზო და საყდარი. საწნახელი ყველაზე კარგადაა შემორჩენილი. მისი აღმოსავლეთი კედელი მიშენებულია მიწის ჩამოჭრილ ქანზე. მიმართულია სამხრეთისაკენ. აქვს თაღოვანი გადახურვა. მშენებლობაში გამოყენებული ქვები კარგად დამუშავებულია. დუღაბი თეთრი ფერისაა და მტკიცე. საწნახელის შიდა სივრცე შელესილია დუღაბით. იატაკის დონეზე მოწყობილი აქვს ტკბილის გამოსასვლელი, რომელიც ჩადის ისარნაში.

საწნახელის ნაგებობა წარმოადგენს მონოლითურ შენობას, რომლის სიგრძე­ 6,65 მ-ია, ფასადის სიგანე ­3,45 მ. თვითონ აბაზანის სიგრძე ­2,2 მ. სიგანე­ 1,05 მ. სიღრმე­ 80 სმ. წინა საფასადე ხედის საერთო სიმაღლე 3,5 მ-­ია. სატრაპეზო რომელიც საწნახელის დასავლეთ კედელზეა მიშენებული თითქმის საძირკვლის დონემდეა მორღვეული. მისი ზომებია: სიგრძე ­4,62 მ. სიგანე — ­6,5 მ. სატრაპეზოზეა მიდგმული პატარა ზომის საყდარიც. ეს ნაგებობაც საძირკვლის დონემდეა დანგრეული. მისი ზომებია: სიგრძე ­6,5 მ, სიგანე­ — 5,8 მ. ადგილობრივი მცხოვრებლების გადმოცემით, საწნახელის წინა ეზოში ადრე ყოფილა ქვევრები, რომლებიც განადგურებულია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კახიძე ა., მამულაძე შ., აჭარის არქეოლოგიური ძეგლები, თბ., 2016, გვ., 116

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 11731