შოროხევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შოროხევი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ყვარლის მუნიციპალიტეტი
სათავე კახეთის კავკასიონი
42°00′55″ ჩ. გ. 46°01′39″ ა. გ. / 42.015306° ჩ. გ. 46.027556° ა. გ. / 42.015306; 46.027556
სათავის სიმაღლე 2295 მ
შესართავი ავანისხევი
41°51′12″ ჩ. გ. 45°55′59″ ა. გ. / 41.853417° ჩ. გ. 45.933111° ა. გ. / 41.853417; 45.933111
სიგრძე 24 კმ
აუზის ფართობი 85 კმ²
შოროხევი (საქართველო)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg

შოროხევი — მდინარე საქართველოში, კახეთის მხარეში, ყვარლის მუნიციპალიტეტში.[1] სათავე აქვს კახეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2295 მ სიმაღლეზე. ერთვის მდინარე ავანისხევს მარცხნიდან. სიგრძე 24 კმ, აუზის ფართობი 85 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა — ზამთარსა და ზაფხულში, წყალმოვარდნები — შემოდგომაზე.[2] მდინარის ნაპირზეა სოფლები შოროხი, ახალსოფელი და სხვა. 2020 წელს სოფელ ბალღოჯიანსა და ახალსოფელში მდინარე შოროხევმა ადიდების შედეგად გაარღვია ნაპირი, რის შედეგადაც დაიტბორა სასოფლო სამეურნეო სავარგულები, ვენახები და მესაქონლეობის ფერმები.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, გვ. 195, თბ., 2009.
  2. აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 691-692, თბ. 1986 წელი.
  3. ყვარელში მდინარეების ადიდების შედეგად სახნავ-სათესი მიწები და ვენახები დაიტბორა