შილონგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
შილონგი
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 25°34′28″ ჩ. გ. 91°52′44″ ა. გ. / 25.57444° ჩ. გ. 91.87889° ა. გ. / 25.57444; 91.87889
ფართობი 64.36 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1525±1 მეტრი
მოსახლეობა 143 229 (2011)
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 364
საფოსტო ინდექსი 793001
ოფიციალური საიტი http://eastkhasihills.gov.in/
შილონგი — ინდოეთი
შილონგი

შილონგიინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატ მეგჰალაიის მთის სადგური და დედაქალაქი. აღმოსავლეთ ხასის სამთო ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი. 2011 წლის აღწერის მიხედვით, შილონგის მოსახლეობა 143 229 ადამიანს შეადგენს და 330-ე ადგილზეა ინდოეთის ქალაქებს.[1] გადმოცემის თანახმად, ქალაქის ირგვლივ მდებარე მთებმა ბრიტანელებს შოტლანდია მოაგონა. სწორედ ამიტომ, შილონგს „აღმოსავლეთის შოტლანდიადაც“ მოიხსენიებენ.[2]

1864 წელს ბრიტანელებმა ხასის მთებსა და ხასისა და ჯაინტიის მთებზე სამოქალაქო სადგური დააარსეს, შილონგი სტაბილურად იზრდება. 1874 წელს ასამის შტატის, როგორც მთავარი კომისრის პროვინციის, შექმნის შემდეგ, ბრაჰმაპუტრასა და სურმას შორის მოსახერხებელი მდებარეობისა და იმის გამო, რომ შილონგის კლიმატი ტორპიკული ინდოეთის კლიმატზე უფრო ცივია, ქალაქი ადმინისტრაციულ ცენტრად შეარჩიეს.[3] შილონგი ერთიანი ასამის დედაქალაქი იყო 1972 წლის 21 იანვრამდე, რის შემდეგაც ახალი შტატი, მეგჰალაია შეიქმნა. შილონგი ახალი შტატის დედაქალაქი გახდა, ხოლო ასამის დედაქალაქმა დისპურში გადაინაცვლა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შილონგის ხედი

შილონგის გეოგრაფიული კოორდინატებია: ჩრდ. 25.57° განედი და აღმ. 91.88° გრძედი. ქალაქი შილონგის პლატოზე მდებარეობს, რომელიც მთავარი აზევებული სტრუქტურაა ჩრდილოეთ ინდოეთის ფარში.[4] ქალაქი პლატოს ცენტრში მდებარეობს და მთებითაა გარშემორტყმული, რომელთაგანაც სამს ხასის ტრადიციის შესაბამისად აქვს სახელი შერჩეული: ლუმ-სოჰპეთბნენგი, ლუმ-დიენგიეი და ლუმ-შილონგი. შილონგი გუვაჰატიდან 100 კმ-ითაა დაშორებული.

შილონგი ერთ-ერთია ინდოეთის 100 ქალაქს შორის, რომლებიც გონიერი ქალაქების მისიის ფარგლებში შეირჩა. იგი ეროვნული დედაქალაქის რეგიონის გარეთ მდებარე ქალაქია, რომელსაც ზრდა-განვითარებისა და მიგრანტების მიზიდვის პოტენციალი გააჩნია.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შილონგის კლიმატი სასიამოვნოა და არ არის დაბინძურებული. ზაფხულში ტემპერატურა 23 °C-დან (73 °F), ხოლო ზამთარში ტემპერატურა 4 °C-დან (39 °F) მერყეობს.

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, შილონგი სუბტროპიკული მაღალმთის კლიმატურ (Cwb) სარტყელში მდებარეობს. ზაფხული უხვნალექიანია, ხოლო ზამთარი — ცივი და მშრალი. შილონგის კლიმატზე დიდ გავლენას ახდენს მუსონები, რომელიც ივნისში იწყება ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება.

შილონგი
ჰავის დიაგრამა (განმარტება)
 
 
14
 
 
15
4
 
 
23
 
 
17
6
 
 
54
 
 
21
11
 
 
130
 
 
23
14
 
 
274
 
 
24
15
 
 
469
 
 
24
17
 
 
395
 
 
24
18
 
 
318
 
 
24
18
 
 
294
 
 
23
17
 
 
192
 
 
22
13
 
 
37
 
 
19
9
 
 
9.3
 
 
16
5
საშუალო მაქს. და მინ. ტემპერატურა°C-ში
ნალექების ჯამი მმ-ებში
წყარო: World Weather Information Service
ჰავის მონაცემები — შილონგი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 24.9 26.1 28.1 30.2 29.5 29.5 28.2 28.4 28.8 27.8 24.5 22.5 30.2
საშუალო მაღალი °C 14.9 17.0 21.0 23.2 23.4 24.0 23.9 24.1 23.3 21.6 19.1 16.0 21.0
საშუალო დაბალი °C 5.9 7.5 11.1 13.8 15.5 17.4 17.9 17.7 16.7 14.3 10.5 7.2 13.0
რეკორდულად დაბალი °C −0.9 −2.4 2.7 6.6 8.5 10.0 12.3 10.0 10.7 6.7 −0.5 −3.3 −3.3
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 13.6 19.3 46.0 129.0 266.6 428.7 496.5 310.5 276.6 211.8 38.8 12.8 2 250,4
წვიმიანი დღეები საშუალოდ 1.6 2.3 4.1 9.7 15.8 18.1 17.9 16.7 15.7 8.4 2.1 1.1 113.5
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) 87 76 68 72 81 86 87 88 90 90 88 89 84
საშუალო თვიური მზიანი საათები 223.2 223.2 232.5 219.0 170.5 108.0 99.2 108.5 102.0 176.7 216.0 235.6 2 114,4
საშუალო დღიური მზიანი საათები 7.2 7.9 7.5 7.3 5.5 3.6 3.2 3.5 3.4 5.7 7.2 7.6 5.8
წყარო: India Meteorological Department (sun 1971–2000)[5][6][7][8]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის ინდოეთის აღწერის მიხედვით, შილონგის მოსახლეობა 143 229 ადამიანს შეადგენს. მათგან 70 135 კაცია, ხოლო 73 094 — ქალი. 2011 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობიდან 67 154 ადამიანისთვის მშობლიური ენა ხასია,[9][10] 28 984 ადამიანისთვის — ბენგალური ენა, 15 559 ადამიანისთვის — ჰინდი, 14 085 ადამიანისთვის — ნეპალური, 4 069 ადამიანისთვის — ასამური, 2 632 ადამიანისთვის — პენჯაბური, 3 580 ადამიანისთვის — გარო, 1 088 ადამიანისთვის — ურდუ, ხოლო 6 115 ადამიანი სხვა ენებზე საუბრობს.[11] 14 317 ადამიანი 6 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნებოდა. წერა-კითხვის ცოდნის დონე 83.5%-ს უდრის. მამაკაცებს შორის წერა-კითხვის ცოდნის დონე 84.8%-ის ტოლია, ხოლო ქალებს შორის — 82.3%-ის. 1 551 ადამიანი განსაზღვრული კასტის წევრია, ხოლო 73 307 ადამიანი — ტომის. 2011 წელს შილონგში 31 205 შინამეურნეობა იყო. 1972 წლამდე, სანამ მეგჰალაია შეიქმნებოდა, ის მოქალაქეები, რომლებიც ტომებს არ მიეკუთვნებოდნენ, მეტწილად, შილონგის მეტროპოლიტურ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ.

2011 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობის უმრავლესობას ქრისტიანები შეადგენენ. მოსახლეობის 46.49% ქრისტიანია, 41.95% — ინდუისტი, 4.89% — მუსლიმი, 2.1% — სიქიზმის, ბუდიზმისა და ჯაინიზმის მიმდევარი. მოსახლეობის 4.5% ხასისა და ჯაინტიის ტომების ანტიკურ ადგილობრივ რელიგიებს მისდევს.[12] შილონგის მეტროპოლიური რეგიონის, რომელიც ასევე მოიცავს ქალაქებს: ლაიტუმხრაჰს, ლავსოჰტუნს, მადანრტინგს, მავლაის, მავპატს, ნონგკსეჰს, ნონგმინსონგს, ნონგთიმაის, პინთორუმხრაჰს, შილონგის კანტონს, უმლინგკასა და უმპლინგს, მოსახლეობა 354 759 ადამიანს შეადგენს. 12% 6 წლამდე ასაკისაა. მეტროპოლიურ რეგიონში წერა-კითხვის ცოდნის დონე 91%-ის ტოლია.[13]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. List of Most populated cities of India. ციტირების თარიღი: 25 December 2019
  2. Rao, Sachin. „Travel: Shillong, India – 'Scotland of the east'. The Scotsman (ინგლისური). ციტირების თარიღი: 19 February 2017.
  3. Shillong | India. ციტირების თარიღი: 16 July 2019
  4. Bilham, R. and P. England, Plateau pop-up during the great 1897 Assam earthquake. Nature(Lond),410, 806–809, 2001
  5. Station: Shillong (C.S.O) Climatological Table 1981–2010. Climatological Normals 1981–2010 გვ. 701–702. India Meteorological Department (January 2015). ციტირების თარიღი: 5 February 2020
  6. Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 5 February 2020
  7. Table 3 Monthly mean duration of Sun Shine (hours) at different locations in India. Daily Normals of Global & Diffuse Radiation (1971–2000). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 5 February 2020
  8. Shillong Climatological Table 1971–2000. India Meteorological Department. ციტირების თარიღი: 5 February 2020
  9. Singh, Bikash (13 December 2018). „Khasi Students Union expresses opposition to the Citizenship (Amendment) Bill“. The Economic Times. ციტირების თარიღი: 24 May 2023.
  10. „Khasi population in city not more than 50 pc: KSU“. Shillong Times. December 2019. ციტირების თარიღი: 24 May 2023.
  11. C-16 Population By Mother Tongue. ციტირების თარიღი: 24 November 2021
  12. C-1 Population By Religious Community - Shillong. ციტირების თარიღი: 24 November 2021
  13. Shillong Metropolitan Urban Region Population 2011 Census.