დისპური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
დისპური
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 26°09′00″ ჩ. გ. 91°46′12″ ა. გ. / 26.15000° ჩ. გ. 91.77000° ა. გ. / 26.15000; 91.77000
ცენტრის სიმაღლე 55±1 მეტრი
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 361
საფოსტო ინდექსი 781005
დისპური — ინდოეთი
დისპური

დისპური (ასამ. দিসপুর) — ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთში, ასამის შტატის დედაქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს გუვაჰათის რეგიონში.

დისპურის პირველი დასახლება ჩანს ჯერ კიდევ ძვ. წ. II ათასწლეულში. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრამდე დისპური იყო სოფელი, მისი ზრდა დაიწყო ინგლისური კოლონიზაციის შემდეგ — ქალაქში გაიხსნა სკოლა, ასევე განვითარდა მრეწველობა: შეიქმნა ჩაის, ბრინჯის, რკინისა და ნავთობის დამუშავების საწარმოები.

დისპური 1973 წელს გახდა ასამის დედაქალაქი. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც შილონგი, ასამის ყოფილი დედაქალაქი გახდა მეგჰალეის შტატის დედაქალაქი, რომელიც ასამს გამოეყო 1971 წლის ეთნიკური კონფლიქტისას. ქალაქის მოსახლეობა იმ დროს მხოლოდ 1700 ადამიანს შეადგენდა, ახლა დისპურის მოსახლეობა 2012 წლის აღწერით შეადგენს 10 812 ადამიანს.

დისპურში არის ასამის სამდივნო შენობა, ასამის ასამბლიის სახლთან და სახელმწიფო გადაუდებელი ოპერაციების ცენტრთან ერთად.

დისპურის სამხრეთით მდებარეობს 1990-იან წლებში შექმნილი კულტურული ცენტრები — ბასისტას აშრამი და შანკარდევ კალაკშეტრა. დისპურთან ახლოს მდებარეობს ჯატიას ანტიკური ქალაქი. დისპურს ასევე ესაზღვრება გუვაჰათის, დჯათიას და კამუპის დიდი ქალაქები.

დისპურში კულტივირებულია ჩაი, ბრინჯი, დჯუტი (მცენარე), შაქრის ლერწამი, ბამბა, ციტრუსი. ასევე განვითარებულია მევენახეობა, ხის მრეწველობა, ნავთობისა და ნახშირის მოპოვება. მოსახლეობის 32 % არასასოფლო მეურნეობაშია ჩართული, დანარჩენი კი სოფლის მეურნეობაში.

დისპური ცნობილია გუვაჰათის ჩაის აუქციონის ცენტრით, სადაც სხვადასხვა ჩაის ყიდვაა შესაძლებელი.[1]

მნიშვნელოვანი შენობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ასამის სამდივნო
  • ასამის ასამბლიის სახლი
  • სახელმწიფო გადაუდებელი ოპერაციების ცენტრი
  • ასამის რეგიონალური ოფისი (NABARD)
  • გუვაჰატის ჩაის აუქციონის ცენტრი.
  • NEDFi სახლი- ჩრდილოეთ აღმოსავლეთის განვითარების საფინანსო კორპორაცია, კორპორატიული ოფისი
  • ფრანგული მარკის ავტომანქანის კომპანია - ლიმიტიდი
  • SBI - ადგილობრივი სათაო ოფისი, ჩრდილო აღმოსავლეთ წრე

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დედაქალაქ დისპურს მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია ასამის განათლების განვითარებაში. დისპურში ორი კოლეჯია - დისპურის სამართლის კოლეჯი (დაარსდა 1993 წელს და მისი შემადგენლობა დაამტკიცა ინდოეთის ადვოკატთა საბჭომ) და დისპურის კოლეჯი (დაარსდა 1978 წელს, რადგან მოსწავლეებს მიიღოთ უმაღლესი განმანათლება). დისპურში ასევე არის სახელმწიფო და კერძო სკოლები.

ამინდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისპურში არის თბილი ზაფხული და ცივი ზამთარი. ზამთარს ასევე თან ახლავს ხშირი წვიმები, რომლითაც ტემპერატურა კიდევ უფრო იზრდება. ზაფხული ივნისის თვეში იწყება.

ტურისტული ადგილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიპურში არის უამრავი ტურისტული ადგილი, მათ შორის:

შილპაგრამი - ერთ-ერთი ცნობილი კულტურული და ხელნაკეთი მემკვიდრეობის ცენტრი ასამში და სხვა ჩრდილო-აღმოსავლეთ შტატებში. აქ შესაძლებელია სამკაულების, ხალიჩების, აბრეშუმის, ხის და ლითონის ხელნაკეთობების შეძენა.

ბასისტა აშტრამი დისპურიდან 6 კმ-ში არის პოპულარული ღმერთი შივას ტაძარი, რომელიც იკავებს 835 კმ მიწას. ტაძარი აღმართულია მეგალოისის მთიდან ჩამომდინარე მდინარესთან, რომელიც მდინარეების ბასტიხასა და ბაჰინას ქალაქში გავლით წარმოიქმნება. ტაძარი აშენდა 1764 წელს  მეფე რაჯესვარ სინხას მიერ.

დისპურში არის მუზეუმიც, სადაც დაცულია ტრადიციული საიუველირო ნაკეთობანი, კოსტიუმები, ქანდაკებები, იარაღები, ქვები (პალეოლითის ხანის) და ჩანაწერებიც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Assams.info. Guwahati Tea Auction Center. ციტირების თარიღი: 18-08-2008.