შინაარსზე გადასვლა

შიაულიაი (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან შიაულიაი)
ქალაქი
შიაულიაი
Šiauliai

ქალაქის ცენტრი
დროშა გერბი

ქვეყანა ლიეტუვის დროშა ლიეტუვა
მაზრა შიაულიაი
კოორდინატები 55°55′00″ ჩ. გ. 23°19′00″ ა. გ. / 55.91667° ჩ. გ. 23.31667° ა. გ. / 55.91667; 23.31667
მმართველი Artūras Visockas
პირველი ხსენება 1236
ადრეული სახელები შავლი
ამჟამინდელი სტატუსი 1524
ფართობი 81 კმ²
ცენტრის სიმაღლე 107 მეტრი, 129 მეტრი
მოსახლეობა 128 397 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 1605 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+2, ზაფხულში UTC+3
სატელეფონო კოდი 41
საფოსტო ინდექსი LT-76001
საავტომობილო კოდი S
ოფიციალური საიტი siauliai.lt
შიაულიაი (ქალაქი) — ლიეტუვა
შიაულიაი (ქალაქი)

შიაულიაი (ლიეტ. Šiauliai , პოლ. Szawle) — მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით (128 ათ. კაცი) მეოთხე ქალაქი ჩრდილოეთ ლიეტუვაში. შიაულიაის მაზრისა და შიაულიაის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქი მდებარეობს ჩრდილოეთ ლიეტუვაში, ვილნიუსიდან 214 კილომეტრი, კაუნასიდან 142 კმ, ხოლო კლაიპედიდან 161 კმ. ფართობი 81 კმ².

შიაულიაი არის მნიშვნელოვანი სამრეწველო და კულტურული ცენტრი. ქალაქში მდებარეობს შიაულიაის უნივერსიტეტი, დრამატული თეატრი და რამდენიმე მუზეუმი, რომელთა შორის აღსანიშნავია: ველოსიპედების, ფოტოგრაფიის, რადიო-ტელევიზიისა და კატების მუზეუმები.

ისტორიულ წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1236 წელს ჯვაროსნებთან დაკავშირებით, ხოლო როგორც ქალაქი ნახსენებია 1524 წელს სიგიზმუნდ I-ის სიგელში.

XIX საუკუნის I ნახევარში ქალაქის გავლით გაიყვანეს რიგა-ტილზიტის (ახლანდ. სოვეტსკი, კალინინგრადის ოლქი) საავტომობილო გზა, ხოლო 1871 წელს ქალაქის გავლით დააკავშირეს ლიეპაია (ლატვია) და რომნი (უკრაინა).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ქალაქის ცენტრალური სკვერი