შერმადინ ასკურავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შერმადინ (შალვა) მიხეილის ძე ასკურავა (დ. 1897 ― გ. 8 თებერვალი, 1919) ― ქართველი ბოლშევიკი, რუსეთის სამოქალაქო ომის აქტიური მონაწილე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1912 წელს დაამთავრა ბათუმის საქალაქო სასწავლებელი. 1913–1914 წლებში მონაწილეობდა ჯერ ბათუმის, შემდეგ თბილისის ბოლშევიკური ორგანიზაციების მუშაობაში. 1915-1916 წლებში იყო რსდმპ თბილისის ბოლშევიკური კომიტეტის წევრი. 1916 წლის 18 აგვისტოს დააპატიმრეს. 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ იბრძოდა საქართველოში ბოლშევიკების გამარჯვებისათვის. 1918 გაზაფხულზე საშა გეგეჭკორთან ერთად ხელმძღვანელობდა სენაკის მაზრის გლეხთა შეიარაღებულ ამბოხებას. შემდეგ საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ იბრძოდა აფხაზეთის ტერიტორიაზე. 1918 წლის მაისში დანიშნეს სოხუმის მუშათა და გლეხთა დეპუტატების საბჭოს წარმომადგენლად ჩრდილოეთ კავკასიის საბჭოთა რესპუბლიკაში. აფხაზეთში ბოლშევიკური ამბოხების დამარცხების შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში დარჩა და სამოქალაქო ომის ფრონტებზე იბრძოდა. 1918 წლის ზაფხულში დანიშნეს მე-11 არმიის პოლიტიკურ კომისრად. მისი აქტიური მონაწილეობით მხილებულ და ლიკვიდირებულ იქნა მე-11 არმიის სარდლის ი. სოროკინის შეთქმულება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. ასკურავა დაიღუპა ყიზლარის მიდამოებში. სამოქალაქო ომში დამსახურებისათვის 1928 წლის 29 თებერვალს (სიკვდილის შემდეგ) დაჯილდოვდა წითელი დროშის ორდენით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]