საშა გეგეჭკორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ალექსი (საშა) გეგეჭკორი (დ. 1887 — გ. 7 ივნისი, 1928, თბილისი) — ქართველი ბოლშევიკი, რევოლუციონერი, პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე. 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის ერთ-ერთი შემოქმედი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1902 წლიდან რსდმპ წევრი და რევოლუციის აქტიური მონაწილე ბაქოში, თბილისში, დასავლეთ საქართველოში, ჩელიაბინსკში, დონის როსტოვსა და სხვა ქალაქებში. 1905-07 წლების რევოლუციის აქტიური მონაწილე. ბოლშევიკური ტერორისტული ჯგუფებისა და რაზმების ორგანიზატორი და ხელმძღვანელი ამიერკავკასიაში. 1908 წლიდან რსდმპ-ს ბოლშევიკური ფრთის წევრი. 1917 წელს შექმნა ბოლშევიკთა ქუთაისის ბიურო. 1918 წლის დასაწყისიდან დასავლეთ საქართველოში მოქმედი ბოლშევიკური საბრძოლო შტაბის ხელმძღვანელი და ბოლშევიკური აჯანყების ლიდერი. იმავე წელს იყო დუშეთის ბოლშევიკური აჯანყების ხელმძღვანელი. 1919 წლიდან იყო ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი ბოლშევიკური შეარაღებული რაზმის მეთაური. 1920 წელს იყო მეტეხის ციხის პატიმარი. 1920 წლის 7 მაისს ათავისუფლებენ რსფსრ-საქართველოს ხელშეკრულების საფუძველზე. იყო საქართველოს გასაბჭოების აქტიური მონაწილე. 1921 წელს იყო თბილისის რევკომის თავმჯდომარე და საქართველოს რევკომის წევრი. 1922-24 წლებში საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი და სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. სიცოცხლე დაასრულა თვითმკვლელობით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]