უთვირის უღელტეხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უთვირი (მრავალმნიშვნელოვანი).
უთვირის უღელტეხილი
კოორდინატები: 43°04′49″ ჩ. გ. 42°17′34″ ა. გ. / 43.08028° ჩ. გ. 42.29278° ა. გ. / 43.08028; 42.29278
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2714 
ქედი სვანეთის კავკასიონი
უთვირის უღელტეხილი — საქართველო
უთვირის უღელტეხილი
უთვირის უღელტეხილი — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
უთვირის უღელტეხილი

უთვირის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონის სამხრეთ განშტოების შდავლერის ქედზე. სიმაღლე 2714 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებით, ქვიშაქვებით, მერგელებითა და კირქვებით. მდინარე ნაკრის ხეობას აკავშირებს მდინარე ნენსკრის ხეობასთან საცალფეხო გზით. უღელტეხილის მიდამოები შემოსილია ალპური მდელოებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]