შავწარბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შავწარბა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  სხივფარფლიანი თევზები
რიგი:  კობრისნაირნი
ოჯახი:  კობრისებრნი
სახეობა:  შავწარბა
ლათინური სახელი
Acanthobrama microlepis

შავწარბა (ლათ. Acanthobrama microlepis) — თევზი კობრისებრთა ოჯახისა. მტკვრისა და არაქსის ენდემური სახეობაა. გარეგნულად წააგავს თეთრულასა და აღმოსავლურ მარდულას. სხეულის მაქსიმალური სიგრძე 25 სმ.[1] აქვს მაღალი სხეული. განმასხვავებელი მორფოლოგიური ნიშანია ბოლო დაუტოტველი ზურგის ფარფლის სხივი, რომელიც ძლიერაა გამსხვილებული და შედარებით მაგარია. სულ ზურგის ფარფლში 11 სხივია, ანალურში 15–20. ქერცლი თხელია, გვერდით ხაზში 63–82 ქერცლია. გვერდითი ხაზი სუსტადაა შეზნექილი. გავრცელების არეალი მოიცავს მდინარე მტკვრისა და არაქსის აუზის წყალსატევებს. შესაძლოა ბინადრობდეს მდინარე სეფიდრუდშიც.[2] სქესობრივად მწიფდება 2–3 წლისა. სარეწაო მნიშვნელობა არ გააჩნია. გვხვდება საქართველოშიც, მათ შორის ჯანდარის ტბაში.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Мягков Н. А. . Атлас-определитель рыб: Книга для учащихся. — М.: Просвещение, 1994.
  2. Acanthobrama microlepis (De Filippi, 1863). FishBase. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-24. ციტირების თარიღი: 2020-12-25.
  3. ჟურნალი „მონადირე და მეთევზე“. მიხეილ დემეტრაშვილი. „ჯანდარის ტბა და მისი იქთიოფაუნა“,1990 წ.