შავულა,[1]შავი ჭოვილო[2] (ლათ.Tringa ochropus) — ფრინველიჩიბუხასებრთაოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 21–24 სმ, მასა შეადგენს 50–80 გ-ს, ფრთის შლილი — 41–46 სმ. ნისკარტი მოკლეა, ფერად შავი. სხეულის ზედა მხარე მოყავისფროა, აყრია წვრილი ლაქები. თავსა და კისერზე რუხ-ყავისფერი მორთულობა აქვს. კუდი ძირში თეთრია, ბოლოში — შავი. ფრენის დროს ქვევიდან თეთრი კუდი, შავი ფრთები და კუდს იქით ოდნავ გაცილებული ფეხები ჩანს. ბუდობს ზაფხულში, სკანდინავიიდანციმბირამდეწიწვოვან ტყეებში. უპირატესობას ანიჭებს გაშლილ და ნოტიო ტყეებს, აგრეთვე ჭაობებს. გადაფრენა ახასიათებს. ზამთარს ზომიერ სარტყლებში ატარებს, მაგრამ წლის უმეტეს დროს ცენტრალურ აფრიკასა და სამხრეთ აზიაში გვხვდება. აქტიურია შებინდებისას. დამახასიათებელია მუდმივად მოძრავი კუდი. ხშირად ზის ხეებზე. იკვებება წყლის მწერებით, კიბოსნაირებითა და მცირე ზომის თევზებით. მეჭვავიასნაირთა უმრავლესობისაგან განსხვავებით, შავულა ბუდეს მიწაზე არ იკეთებს, არამედ იკავებს შაშვისებრთა მიტოვებულ ბუდეებს, უმთავრესად ბოლოშავასას. დედალი დებს 3–4 კვერცხს; ბარტყები გამოჩეკიდან მალევე ტოვებენ ბუდეს და მშობლებთან კიდევ მცირე ხნით რჩებიან. შავულას სიცოცხლის ხანგრძლივობა 8–11 წელს შეადგენს.