ბოლოშავა
იერსახე
| ბოლოშავა | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Turdus pilaris | |||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
|
IUCN 3.1 Least Concern : 22708816 | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ბოლოშავა (ლათ. Turdus pilaris) — ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. გვხვდება ევროპასა და აზიაში. ბინადრობს წიწვოვან ტყეებში. საქართველოში ზამთრობს დეკემბრიდან მარტის შუა რიცხვებამდე. თავ-კისერი ნაცრისფერი აქვს, ზურგი — მორუხო-წაბლისფერი, ფრთები და ბოლო — მოყავისფრო-შავი, მუცელი და გვერდები — თეთრი, შავწინწკლებიანი, ჩიჩახვი — მოყვითალო-მომწვანო. მაის-ივნისში დებს 4-7 კვერცხს; კრუხობა გრძელდება 16 დღემდე. იკვებება მწერებით, შემოდგომა-ზამთარში — კენკრით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 457.
