შავი მთა
შავი მთა | |
---|---|
კოორდინატები: 42°31′49″ ჩ. გ. 45°30′30″ ა. გ. / 42.53028° ჩ. გ. 45.50833° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
ქედი | პირიქითი ქედი |
შავი მთა — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის გვერდით პირიქითის ქედზე, მდინარე ანდის ყოისუს აუზის ზემო წელში. სიმაღლე 3430 მ. აგებულია შუა ლიასის თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. კალთები შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებითა და ტყეებით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჯანელიძე ჭ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 673.