შინაარსზე გადასვლა

შავთავა ყანჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შავთავა ყანჩა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Ardea melanocephala
(Vigors & Children, 1826)
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22697008
გავრცელება

შავთავა ყანჩა (ლათ. Ardea melanocephala) — ფრინველი ყანჩისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 85 სმ, ფრთის შლილი — 150 სმ. იგივე ზომისაა, როგორიც რუხი ყანჩა და მისგან ოდნავ განსხვავდება შეფერილობით (შედარებით მუქია). სხეულის ზედა ნაწილი მუქი ნაცრისფერია, ქვედა კი — ღია. გავრცელებულია აფრიკაში, საჰარის სამხრეთით, აგრეთვე მადაგასკარზე. დასავლეთაფრიკული პოპულაციის ფრინველები წვიმების სეზონის დროს მიგრირებენ ჩრდილოეთით. ბუდობენ კოლონიებად წყალსატევებთან ახლოს მდებარე ხეებსა და ლელქაშის ბუჩქნარებში, ისეთ ადგილებშიც, სადაც ვხვდებით რუხ წეროს, ისინი შერეულ კოლონიებადაც კი ბუდობენ. დედალი დებს 2–4 კვერცხს. ინკუბაცია გრძელდება 25–28 დღე-ღამე. შავთავა ყანჩა ნადირობს როგორც წყალთან ახლოს, ასევე მისგან მოშორებით. იკვებება უმთავრესად თევზითა და ბაყაყებით, აგრეთვე მცირე ძუძუმწოვრებითა და სხვა ფრინველებით. ხშირად შეიძლება დაკვირვება, თუ როგორ ყარაულობს შავთავა ყანჩა მსხვერპლს.

  • James A. Kushlan & James A. Hancock: Herons. Oxford University Press, 2005, ISBN 0-19-854981-4