თავჩაქუჩა ყანჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თავჩაქუჩა ყანჩისებრნი)
თავჩაქუჩა ყანჩა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Scopus umbretta Gmelin, 1789
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 22697356

თავჩაქუჩა ყანჩა (ლათ. Scopus umbretia) — ფრინველი ვარხვისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 60 სმ აღწევს, ფერად მუქი ყავისფერია. თავზე უკან გადაწეული, მოგრძო ბუმბულის ქოჩორი აქვს. კისრის, თავისა და ქოჩრის მოხაზულობა პროფილში ჩაქუჩს წააგავს. თავჩაქუჩა ყანჩა გავრცელებულია აფრიკაში, კუნძულ მადაგასკარსა და სამხრეთ არაბეთში, ბუდობს ტყეებში წყლის პირას. მონოგამია. დებს 3-6 კვერცხს. იკვებება თევზით, პატარ-პატარა გველებით, ამფიბიებით, ჭიებით, მოლუსკებით, ფეხსახსრიანებით, მწერების მატლებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]