ყადორის ციხე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყადორის ციხე

ყადორის ციხე – სათავდაცვო ციხე-კოშკი ყადორის უღელტეხილზე (42°07′36″ ჩ. გ. 45°45′00″ ა. გ. / 42.12667° ჩ. გ. 45.75000° ა. გ. / 42.12667; 45.75000), რომელიც ერთმანეთისგან ჰყოფს საქართველოს (კახეთის რეგიონს) და დაღესტანს (ავარიის სახანოს). როდესაც ლეკები კახეთს მოდიოდნენ საძარცვავად, აქ ინთებოდა ცეცხლი, რომელიც გრემ-ქალაქიდან კარგად ჩანს და კახელები შესაბამის თადარიგს იჭერდნენ: ემზადებოდნენ ბრძოლისთვის ან მოსახლეობას ხიზნავდნენ უფრო უსაფრთხო ადგილზე. ციხე აგებულია XVII საუკუნის II ნახევარში რუსეთის მთავრობის მიერ.

ნაგებობა გეგმის მიხედვით კვადრატულია, სამსართულიანი. გარედან მის ორ მოპირდაპირე კუთხეზე, მიშენებულია გეგმით სწორკუთხა, სამსართულიანი კოშკი, რომელიც თითქმის მთლიანად შენობის გეგმის კონტურს გარეთაა გამოსული. შენობა აგებულია, ფიქლით, ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. შესასვლელის ღიობებსა და სათოფურების წყობაში გამოყენებულია, ტლანქად დამუშავებული დიდი ზომის ქვებიც. ძლიერ დაზიანებულია. იგი XIX საუკუნის შუა წლებში ლეკებს გადაუწვავთ. შემორჩენილია ორი სართული და მესამე სართულის უმნიშვნელი ნაწილი. თითქმის მთლიანადაა დანგრეული სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მდგარი კოშკი. შესასვლელი პირველ სართულზე, სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. სართული სხვადასხვა ფართობის რამდენიმე სათავსისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთისგან კედლებითაა გამიჯნული. სამივე სართულის კედლებში განიერი, თითქმის კვადრატული ფორმის სარკმლები და ვიწრო სათოფურებია. ჩრდილო-აღმოსავლეთით მიშენებულ კოშკს ორი შესასვლელი აქვს - სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ორივე კოშკის სართულები ციხის შესაბამის სართულებთან კარით იყო დაკავშირებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]