ყადლასანი
იერსახე
ყადლასანი | |
---|---|
კოორდინატები: 42°36′16″ ჩ. გ. 44°16′05″ ა. გ. / 42.6045361° ჩ. გ. 44.2681778° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | შიდა ქართლის მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე |
სიმაღლე | 3832 მ |
ქედი | მაღრან-დვალეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
ყადლასანი — მთა საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ჯავისა და მცხეთა-მთიანეთის მხარის ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს მაღრან-დვალეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. მდინარე ყადლასანისწყლის (დიდი ლიახვის მარჯვენა შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3832 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დევდარიანი გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 606.