ღორისებრნი
ღორისებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() გარეული ღორი (Sus scrofa) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Suidae (J. E. Gray, 1821) | ||||||||||||
|
ღორისებრნი (ლათ. Suidae) — არამცოხნელი ძუძუმწოვრების ოჯახი წყვილჩლიქოსნების რიგისა. აერთიანებს 1 (ადრე 2 — პეკარებსაც) ქვეოჯახს: საკუთრივ ღორებს (5 თანამედროვე გვარი). საშუალო ტანის ცხოველები არიან. მათი გრძელი დინგი ბოლოვდება ხრტილოვანი რგოლით, რომელზედაც იხსნება ნესტოები. აქვთ არახშირი ბალნით, უმეტესად ჯაგრით დაფარული სხეული, ბლაგვბორცვიანი ძირითადი კბილები, ბასრი და მოხრილი ეშვები, ოთხთითიანი კიდურები (არა აქვთ 1 თითი); გვერდითი (II და V) თითები ოდნავ ეხება მიწას. პოლიგამიური და ყოვლისმჭამელი ცხოველები არიან. ქმნიან კოლტებს. გავრცელებული არიან ყველა მატერიკზე ავსტრალიისა და ანტარქტიდის გარდა. ბინადრობენ ტყეებსა და სანაპირო ბარდებში.
გვარები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Babyrousa — ბაბირუსა
- Hylochoerus — დიდი ტყის ღორი
- Phacochoerus — მეჭეჭებიანი ღორი
- Sus — ღორი
- Potamochoerus — ფუნჯყურა ღორი
- † Microstonyx
- † Metridiochoerus
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 597.