განხილვა:ღვანკითის დედაღვთისა

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბოდიშს ვუხდი სტატიის ავტორს, მაგრამ როგორც ჩანს ის არ ფლობს ღვანკითის დედა ღვთისას ეკლესიის აღდგენის ისტორიის შესახებ სრულ ინფორმაციას.

თერჯოლის მუნიციპალიტეტში მდებარე დედა ღვთისას მამათა მონასტრის პერიოდული გამოცემა ”იყუარებოდეთ ურთიერთს” №2 თებერვალი 2010 წელი გამოქვეყნებულმა მასალამ და ვიკიპედიის ამ სტატიაში მოყვანილმა არასწორმა ინტერპრეტაციამ ტაძრის აღდგენაში სხვადასხვა პიროვნებების და მამა სპირიდონის როლის შესახებ, მაიძულა შემომეთავაზებინა მისი აღდგენის ვრცელი ისტორია, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

2005 წელს ჩამოვედი რუსეთიდან საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად. როგორც ახლად გადმოსახლებულს ბევრი პრობლემები მქონდა: ოჯახის დაბინავება, არსებობის წყაროს გაჩენა, ახლად გარდაცვლილი სიდედრის ოჯახის დახმარება და სხვა მრავალი წვრილმანი პრობლემები, მაგრამ მათ შორის უმთავრესი ჩემთვის დედა ღვთისას ეკლესია იყო. ბავშვობაში ხშირად დავდიოდი მდინარე ჩოლაბურზე საბანაოდ და იმთავითვე ბავშვისათვის უჩვეულო გულისტკივილით ვუყურებდი, თუ როგორ ნელ-ნელა ინგრეოდა და პარტახდებოდა ეს ბრწყინვალე ბაზილიკის ტიპის ეკლესია, საქართველოს ისტორიის პატარა ნამცეცი. მასზედ ფიქრი რუსეთშიც არ მასვენებდა და ჩემს მეუღლეს ხშირად ვეუბნებოდი, თუ მთლად დანგრეული არ დამხვდა აუციულებლად აღვადგენ-თქო.

ჩამოსვლისთანავე 2005 წლის აგვისტოში, ჩემს მეზობლის და არც თუ შორეული ნათესავის ბატონ ამირან მაკარიძის მეუღლეს, ქალბატონ დარეჯან ღიბრაძეს ვკითხე, რა მდგომარეობაშია დედა ღვთისას ეკლესია - თქო და მან მიპასუხა: თვითონ ეკლესია დანგრევის პირასაა თაღების ნაწილი ჩამოინგრა, კედლები ძლივსა დგას, მაგრამ შექმნილია მისი აღდგენის საორგანიზაციო ჯგუფი და თუ გნებავთ დაგაკავშირებთო. ასე შევხვდი ბატონ ზვიად მარუაშვილს, რომელმაც განმიცხადა რომ რეალურად, მხოლოდ პროექტი და ორიოდე ასეული ლარი ჰქონდათ. პროექტი სამწუხაროდ რეალობას არ შეესაბამებოდა და უარი ვთქვი მის გამოყენებაზე (პროფესიით ინჟენერ-მშენებელი ვარ). მანვე მოაწყო შეხვედრა ღვანკითის მაშინდელ გამგებელთან (გვარი აღარ მახსოვს), მის კაბინეტში. შეხვედრაზე განვიხილეთ ეკლესიის აღდგენისათვის საჭირო საკითხები, მათ შორის კედლებისათვის შესაბამისი ქვის მოპოვება. საუბარს ვესწრებოდით: მე - ბადრი წიქორაძე, ჩემი მეუღლე - ინეზა არაბიძე, ქალბატონი დარეჯან ღიბრაძე, ბატონი ზვიად მარუაშვილი, სოფ. ღვანკითის გამგებელი და კიდევ ერთი ქალბატონი, ყოვლად შესაძლოა ეს პიროვნება რუსუდან კოვზირიძე იყო. ფინანსურ მხარესთან დაკავშირებით, როდესაც განვაცხადე, რომ ახალი ჩამოსული ვარ, ადგილობრივ რეალობაში ვერ ვერკვევი და ეს ყველაფერი რა ეღირება თქო, მიპასუხეს: გამოვიანგარიშებთ და გეტყვითო. გარკვეული ხნის შემდეგ დამირეკა ღვანკითის გამგებელმა და მითხრა: ჩვენი გამოანგარიშებით, მარტო კედლისათვის საჭირო ქვის დამზადება დაგიჯდებათ 22 000 - 25 000 $ (ოცდაორი - ოცადხუთი ათასი ამერიკული დოლარიო).

რადგან მე ასეთი ხარჯისათვის ძალიან ღარიბი კაცი ვიყავი, ქალბატონ დარეჯან ღიბრაძეს ვუთხარი, რომ ამ ეკლესიის აღდგენა ჩემს მიერ არა რეალური იყო. მისი დაჟინებული თხოვნით, მოკლე ხანში დედა ხვთისას ეკლესიასთან შევხვდი თერჯოლის მღვდელს -მამა სპირიდონს. რომელშიც დავინახე ამ საღვთო საქმეში დახმარების დიდი სურვილი. ჩვენ საკმაოდ სწრაფად დავსახეთ მოქმედების გეგმა და შევუდექით მის შესრულებას. ეკლესიიდან ეგრევე გავემგზავრეთ ხარაგაულის რაიონის სოფელ ხანძთევში კედლის ქვის შესაკვეთად, სამუშაო ფრონტი გავაცანით და შესასრულებელ სამუშაოთა ანაზღაურებაზე მოველაპარაკეთ ხელოსანს - ბატონ (გვარი არ მახსოვს, გთხოვთ მომაწოდოთ). სამოქმედო გეგმის ფარგლებში მოხდა ჩემი და ბატონ ავთანდილ კუბლაშვილის შეხვედრა ჩემს სახლში მამა სპირიდონის თანდასწრებით, რომელზეც ბატონმა ავთანდილმა გამოთქვა სურვილი, რომ ისიც იმდენ ფულს ჩადებდა რამდენსაც მე, ოღონდ თუ ვინმე სხვა ამ საქმეს დაიწყებდა, მხოლოდ ამის შემდეგ. რაზეც მე განვაცხადე, რომ რესტორნის კი არა ეკლესიის აღდგენაა დაწყებული და წინააღმდეგი არ ვიქნებოდი თუ ის ჩემზე მეტ ფულსაც ჩადებდა. აქვე ვთხოვე მამა სპირიდონს, რომ თუ ხალხი განაცხადებდა სურვილს, თითეული ლარიც კი მიეღოთ ხალხისგან შესაწირავი.

ეკლესიის აღდგენაში ჩემი ფინანსური თუ ორგანიზატორული წვლილის შესახებ საუბრის გაგრძელება არ მსურს, მამა სპირიდონს ყველა მონაწილე პიროვნების შესახებ უფრო ზუსტი ინფორმაცია აქვს, მე კი მარტო ჩემი თავის შესახებ ვიცი, მაგრამ კეთილი გულით შემიძლია ”დავიტრაბახო”: ვიდრე მე აქტიურად ვმონაწილეობდი ეკლესიის აღდგენაში, ის მიმდინარეობდა ”ისტორიული ძეგლების დაცვის კანონი” - ს შესაბამისად. ჩემი დაჟინებული მოთხოვნით აღსდგა გუმბათი პირვანდელი სახით, უარი ითქვა შიგნითა კედლების გალესვასა და მოხატვაზე, ასევე ჩემი დაჟინებით გადაიხურა კრამიტის სახურავით და მაქსიმალურად შენარჩუნდა კედლებში არსებული ძველი ქვები.

სამწუხაროდ, შევცდი, რომ ამით ჩემი მისია ეკლესიის აღდგენის საქმეში შესრულებულად ჩავთვალე და აღარ მივაქციე ყურადღება შემდგომ მომხდარ ვანდალიზმს. როდესაც მე ჩამოვედი თერჯოლაში და ვნახე უჩემოდ წარმოებული სამუშაები, მე-13 საუკუნის ეკლესია უკვე გადაკეთებული იყო 21-ე საუკუნის სამონასტრო კომპლექსად, რითაც ფაქტიურად აღნიშნულმა ეკლესიამ დაკარგა ისტორიული ძეგლის სტატუსი. ამის შესახებ შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით გაეცნოთ აქ: raindebi.ge/forum/index.php?showtopic=53

ეს არის ღვანკითის დედა ღვთისას ეკლესიის აღდგენის ნამდვილი ისტორია, რომლის თითეული სიტყვის სიმართლეზე შემიძლია ამავე ეკლესიაში, ბიბლიაზე დავიფიცო. მე ვერ დავეთანხმები ვერც ქალბატონ რუსუდან კოვზირიძეს და ვერც მამა სპირიდონს, რომ ეს ეკლესია ”ერისიონის” სიმღერით ან 351 ლარით აღსდგა. ეს საქმე ჩემსა და მამა სპირიდონის გარეშე, რომ ისევე თავმოუბმელი დარჩებოდა, როგორც ჩემს გამოჩენამდე იყო, ამას მე მგონი მკითხველი მიხვდება.

ამდენ ხანს არ მიხსენებია, რომ არ ჩაკარგულიყო და სხვათაშორის არ გამომსვლოდა ნათქვამი ადგილობრივი მოსახლეობის როლის შესახებ ამ საღვთო საქმეში. მგონი არ დარჩენილა ოჯახი, ვისაც არ მიეღოს მონაწილეობა ამ ეკლესიის აღსდგენა - რესტავრაციაში. დაწყებული იმ 351 ლარის შემწირველებიდან, დამთავრებული ადამიანებით, რომლებმაც სრულიად უანგაროდ იშრომეს. როგორც მე ვიცი დამხმარეთათვის ერთი თეთრიც კი არ ყოფილა გადახდილი.ყველას დიდი მადლობა!

ასევე მინდა ყველა დამფინანსებელს გადავუხადო მადლობა, ვინც მცირეოდენი წვლილიც კი დადო ამ საღვთო საქმეში.

ჩემთვის საწყენი იყო, როდესაც ზემოთ წავიკითხე, რომ ამ საქმის უშუალო ორგანიზატორი მარტო მამა სპირიდონი იყო და არაფერი არ იყო ნათქვამი პიროვნებაზე (ბადრი წიქორაძეზე), რომელმაც მე-12 საუკუნის ისტორიული ძეგლი განადგურებისაგან ვიხსენი.

მამა სპირიდონიც, ყველა სხვა ადამიანებიც წლების და ათწლეულების განმავლობაში უყურებდნენ თუ როგორ პარტახდებოდა და ინგრეოდა აღნიშნული ეკლესია და ვიდრე მე არ დავიწყე მისი აღდგენა, რეალურად თითი თითზე არ დაუკარებიათ მის გადასარჩენად.

პატივისცემით ბადრი წიქორაძე

მოგესალმებით და პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწოდებული ინფორმაციისათვის. თქვენ თავადვე შეგიძლიათ სტატიაში მონაცემების განახლებაში მონაწილეობის მიღება, მაგრამ უმორჩილესად გთხოვთ მაქსიმალურად დაიცვათ ნეიტრალური თვალსაზრისი. გმადლობთ. – BruTe () 09:42, 6 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

შემიძლია დავიფიცო-თქო, მეტი ობიექტურობა არ შემიძლია. მზად ვარ ვუპასუხო ყოველ კონკრეტულ შენიშვნას ჩემს ნაწერზე.— წინა ხელმოუწერავი კომენტარი დატოვა მომხმარებელმა 85.117.46.102 (განხილვაწვლილი) 16:27, 6 ივნისი 2010 (UTC).[უპასუხე]

{{მოიცადეთ}} ღვანკითის დედაღვთისას ეკლესია არის მრავალსაუკუნოვანი ისტორიული ძეგლი, როდესაც მისი აღდგენის ორგანიზატორად ცხადდება ერთადერთი პიროვნება, რომელსაც მართალია დიდი მორალური ღვაწლი მიუძღვის მის აღდგენაში მაგრამ ესეც სიმართლეა:

-”მამა სპირიდონიც, ყველა სხვა ადამიანებიც წლების და ათწლეულების განმავლობაში უყურებდნენ თუ როგორ პარტახდებოდა და ინგრეოდა აღნიშნული ეკლესია,   ვიდრე მე არ დავიწყე მისი აღდგენა— არც  მას  და  არც  სხვას  რეალურად თითი თითზე არ დაუკარებიათ მის გადასარჩენად”.

რადგან ამ სტატიით იწერება ისტორიული ძეგლის ისტორია, მოვითხოვ, რომ ჩემი სახელიც იყოს მოხსენებული მამა სპირიდონის გვერდით. ადმინებს ვთხოვ გადაამოწმონ სიმართლე და შეიტანონ შესაბამისი შესწორება ვიკიპედიის შესაბამის სტატიაში.

პატივისცემით ბადრი წიქორაძე— Bazakade განხილვაწვლილი 17:03, 6 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

სტატიის წაშლა კი არა არამედ სტატიის განხილვის გვერდზე განლაგებული ინფორმაციის. მაგ. „2005 წელს ჩამოვედი რუსეთიდან საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად. როგორც ახლად გადმოსახლებულს ბევრი პრობლემები მქონდა: ოჯახის დაბინავება, არსებობის წყაროს გაჩენა, ახლად გარდაცვლილი სიდედრის ოჯახის დახმარება და სხვა მრავალი წვრილმანი“ და ა. შ. - ეს საენციკლოპედიო ინფორმაცია არ არის. გადახედეთ თუ რა არის ვიკიპედია. ცანგალა () 17:47, 6 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

მეც ვეთანხმები ცანგალას და კიდევ საერთოდ ამოვიღოთ სტატიიდან სადავო ნაწილი. — ჯაბა ლაბაძე () 17:49, 6 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ამოსაღებია. დღემდე კი ყველა უყურებდა თუ როგორ ნადგურდებოდა XII საუკუნის ეკლესია. მობილურებით გადარიცხულ თანხებზე არავინ არ საუბრობს - ყველა იძახის მე გავაკეთეო. ამიტომ ამოვიღოთ - წყაროც არ არის მითითებული. ინფორმაცია გადაუმოწმებელია.— ცანგალა () 18:43, 6 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ამოსაღებია. დღემდე კი ყველა უყურებდა თუ როგორ ნადგურდებოდა XII საუკუნის ეკლესია. მობილურებით გადარიცხულ თანხებზე არავინ არ საუბრობს - ყველა იძახის მე გავაკეთეო. ამიტომ ამოვიღოთ - წყაროც არ არის მითითებული. ინფორმაცია გადაუმოწმებელია - ეს მე არ დამიწერია (ბადრი წიქორაძე) და ვერც ვკითხულობ სად წერია. ჩემთვის მძიმეა ამ საიტზე მუშაობა, დავწერე სხვა პასუხი და არ გამოიგზავნა, მასე კარგად კომპიუტერი არ ვიცი. არავითარი მობილურები არ ყოფილა, ადვილი შესამოწმებელია. სიმართლე გაასწოროს სტატიის ავტორმა. წაშალეთ რაც ჩათვალოთ საჭირო.

მე მგონი ამ განხილვის წაშლა საჭირო არაა. ჩვენ ვსაუბრობთ XII-XIII საუკუნის ძეგლის დღევანდელი ისტორიის შესახებ, რაც ბუნებრივად იწვევს ამ დღევანდელი ისტორიის შემოქმედი ცოცხალი ადამიანების შესახებ პირადი ინფორმაციის სააშკარაოზე გამოტანას. ამ განხილვის შედეგად სტატიაში შეტანილი იქნა მნიშვნელოვანი ცვლილებები, ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს გვერდი უნდა დარჩეს.— ბადრი წიქორაძე განხილვაწვლილი 04:30, 9 ივნისი 2010 (UTC) ეს დღევანდელი ისტორიაა.[უპასუხე]

არ ვიცი რამდენად გამოდგება ეს ბმული სტატიაში მისათითებლად, მაგრამ ვფიქრობ, ბატონი ბადრის მონაყოლის სიმართლეს ამტკიცებს: [1]. ჯაბას და ცანგალას: სტატიაში მცირე შესწორებას შევიტან, თუ მაინც არადამაკმაყოფილებლად მიგაჩნიათ, შეგიძლიათ {{ფაქტი}} დასვათ. – BruTe () 06:43, 9 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

არ ვიცი რამდენად მისაღებია ეს გვერდი (”სტატიის განხილვა”) მსჯელობის გასაგრძელებლად ვიკიპედიის ფორმატისათვის, მაგრამ რადგან საქმე ეხება XII-XIII საუკუნის ნაგებობას (ღვანკითის დედაღვთისას ეკლესია), მისი ბედი, მისი ისტორია, ყველა ჭეშმარიტი მამულიშვილის გულსატკივარს უნდა წარმოადგენდეს.

ყველა დაინტერესებულ პიროვნებას ვთხოვ ზემოთ მოყვანილი ბმულის საშუალებით გაეცნოთ დღეისათვის არსებულ ვითარებას და გნებავთ აქ (თუ ეს შესაძლებელია), გნებავთ ჩოხოსანთა საიტის შესაბამის თემაში კომპეტენტურმა პირებმა გამოთქვათ თქვენი აზრი: არის რაიმე გამოსავალი, რომ XII-XIII საუკუნის ისტორიული ძეგლი არ ჩაიკარგოს 21-ე საუკუნის სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში?

ამ სტრიქონებს მხოლოდ და მხოლოდ სამშობლოს, მისი მთა-ველის, მისი ისტორიის სიყვარული მაიძულებს დავწერო. ვისაც დრო არა აქვს ჩემს შესახებ გაეცნოს ინფორმაციას, ვთხოვ ყალბი ბრალდებით გულს ნუ მატკენს.— ბადრი წიქორაძე განხილვაწვლილი 07:35, 9 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

კიდევ ერთხელ ვთხოვ ადმინებს წაშალონ ამ განხილვაზე მოხსნის თარგი, რადგან ამ განხილვის შედეგად სტატიაში შეტანილი იქნა მნიშვნელოვანი ცვლელება.ბადრი წიქორაძე განხილვაწვლილი 05:08, 10 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია ბატონო ბადრი, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა სტატიაში ამ გვერდიდან, მაგრამ ის ცვლილებები ხომ უკვე სტატიაშია, აქ აღარაა საჭირო, მთავარია სტატია იყოს სრულყოფილი და სწორი ინფორმაციით სავსე. პატივისცემით — GIO---->>13 განხილვაწვლილი 07:30, 10 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

2006-2008 წლებში თერჯოლის წმინდა გიორგის ეკლესიის წინამძღვარ მამა სპირიდონისა (ცქიფურიშვილი) და არქიტექტორ ბადრი წიქორაძის ორგანიზატორობით ტაძარს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. დაფინანსების გარეშე არაფერი არ მოხდებოდა. ვინ დააფინანსა? დაფინანსების გარეშე მხოლოდ ეკლესიის წინამძღვარი და არქიტექტორი რეკონსტრუქციას ვერ ჩაატარებდა. ამოსაღებია სადავო ნაწილი.ცანგალა () 13:36, 10 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ბატონო ცანგალა! გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ ბატონ ბრუტეს მიერ მოყვანილი ეს ბმული [2]. ასევე ამ განხილვის დასაწყისში ჩემი წერილი და თუ მაინც ვერ გაიგებთ, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ვიდრე მე არ მოვიტანე კედლის ქვა, ცემენტი, არ მოველაპარაკე ხელოსანს ანაზღაურების შესახებ, ეს ეკლესია ადგილობრივ მაცხოვრებლებს თავზე ენგრეოდათ და თითი თითზე არ დაუკარებიათ რეალურად მის აღსადგენად. მამაო სპირიდონმა ამ ნაბიჯების შემდეგ დარაზმა ადგილობრივი მცხოვრებლები, რომელთაც მშენებლობისთვის საჭირო ქვიშა ამოჰქონდათ იქვე მდინარიდან, უფასოდ ეხმარებოდნენ ხელოსანს (რისთვისაც კიდევ ერთხელ მათ მადლობა) იპოვნა სხვა დამფინანსებლებიც და არა თუ აღსდგა XII-XIII საუკუნის ძეგლი, არამედ ის გადააქციეს 21-ე საუკუნის სამონასტრო კომპლექსად.

აქ სტატია ეხება ეკლესიას და თუ მამა სპირიდონს ეკუთვნის ორგანიზატორად მოხსენება, ამ დამსახურების შემდეგ მე არ მეკუთვნის?

ისე პროფესიით ინჟენერ მშენებელი ვარ და დიპლომიც სწავლით და არა ფულით მაქვს აღებული, ცოტა-ცოტას სამოქალაქო მშენებლობაშიც ვერკვევი, სამთო და ჰიდრო მშენებლობაშიც.

თუ დაიწერება სტატია ღვანკითის სამონასტრო კომპლექსის შესახებ, მასზე არავითარი პრეტენზია არ მექნება გარდა ერთისა.

ვინ იყო ის გენიოსი არქიტექტორი, ვინც თერჯოლის რაიონის უძველესი ისტორიული ძეგლი 21-ე საუკუნის თანამედროვე კომპლექსად აქცია და რამდენად მისაღებია ეს?

ჩემი სიტყვების დამადასტურებელ ფოტომასალას გაეცანით აქ: http://www.raindebi.ge/forum/index.php?showtopic=53— ბადრი წიქორაძე განხილვაწვლილი 15:20, 10 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]


გასაგებია ბატონო ბადრი, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა სტატიაში ამ გვერდიდან, მაგრამ ის ცვლილებები ხომ უკვე სტატიაშია, აქ აღარაა საჭირო, მთავარია სტატია იყოს სრულყოფილი და სწორი ინფორმაციით სავსე. პატივისცემით — GIO---->>13 განხილვაწვლილი 07:30, 10 ივნისი 2010 (UTC) ბატონო GIO13! თუ ეს განხილვა წაიშლება, გაჩნდება შეკითხვა: რის საფუძველზე იქნა შეტანილი მნიშვნელოვანი შესწორება სტატიაში? — ბადრი წიქორაძე განხილვაწვლილი 18:45, 10 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]

ეხ ცანგალ! ცანგალ! მე ადრე დავწერე, რომ შენ მე რატომღაც პირადულად მებრძვი-თქო და მართალი ვარ. ან ამ სტატიის ავტორის სოფიოს ნაცნობი ხარ, ან თვითონ სოფიო, ან თერჯოლელი, რომელიც ცდილობს რატომღაც ჩემი სახელის დამალვას.

მე გათვალისწინებული მქონდა რომ ასეთი ამბავი ატყდებოდა და ნებისმიერ ხატზე დავიფიცებ, რომ როდესაც ბატონი ავთანდილ კუბლაშვილი და მე შევხვდით ერთმანეთს ჩემს სახლში მამა სპირიდონთან ერთად (იხილე დასაწყისი), ჩემი კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ეკლესიის აღმდგენელთა სახელი ქვაზე დაწერილიყო, ისე როგორც მრავალ ეკლესიაშია დღეს, მაგრამ რატომღაც მამა სპირიდონმა უარი მითხრა, პირობა დაარღვია, ეკლესიის აღდგენის შემდეგ, თუმცა დღესაც დარწმუნებული ვარ მან ეს იმიტომ კი არ გააკეთა, რომ ლავრები მას შეხვედროდა, არამედ იმიტომ რომ ეს მას აუკრძალეს.

ასე რომ პირველი არა ხარ, ვისაც თერჯოლაში ჩემი სახელის გაგონება არ სურს.

თერჯოლელებისათვის მოსწავლეთა შორის კონკურსის ჩატარება მინდა ტაო-კლარჯეთის შესახებ, ჩვენს ფორუმზე არის შესაბამისი თემა, თუ აქაც წინააღმდეგობა გამიწიეს, მაშინ კარტები მთლიანად დალაგდება და ყველაფერი გასაგები გახდება.

ორი დღე გავატარე პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ორი მწირი ინფორმაციის გარდა (ჩოხოსანთა საიტზე ორივეა დადებული) ამ ძეგლის შესახებ არაფერი მოიძებნა. თქვენს გამო არც მომავალში ექნება შთამომავლობას უფრო მეტი ინფორმაცია. არა და თუ ნახავთ სურათებს, ასეთი დანგრეული ეკლესიის გადამრჩენებს ნამდვილად ეკუთვნით რომ მათი სახელი არ იქნეს დავიწყებული. ეს ისტორიაა ცანგალ!ბადრი წიქორაძე განხილვაწვლილი 19:30, 10 ივნისი 2010 (UTC)[უპასუხე]