ღამურები (ჯგუფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ღამურები
Gamurebi band.jpg
ჯგუფის პირველი შემადგენლობა 1991 წელს.
ბიოგრაფია
დაბ. ადგილი თელავი, საქართველო
ჟანრ(ებ)ი როკი
აქტიური 1988–1994
(დროებითი გაერთიანება: 2011)
ყოფილი წევრები ზაზა კევლიშვილი
მამუკა ხანჯალიაშვილი
დუტა სხირტლაძე
თემურ ფაციაშვილი
თაზო ჟორჟოლიანი

ღამურები — ქართული როკ-ჯგუფი თელავიდან, რომელიც შეიქმნა 1988 წელს. სახელწოდება განაპირობა იმან, რომ ჯგუფს ძირითადად ღამის საათებში უწევდა რეპეტიციების ჩატარება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი კონცერტი ჯგუფმა გამართა 1989 წელს თელავში, ნადიკვრის საზაფხულო თეტრში. რასაც მალევე მოჰყვა სამი დიდი კონცერტი თელავის დრამატულ თეატრში.

1991 წელს ჯგუფმა ჩაწერა პირველი ალბომი Live In Telavi. ამავე პერიოდში ჯგუფი შემთხვევით აღმოაჩინა ზურაბ ჟვანიამ და მიიწვია თბილისში გრინპისის საერთაშორისო გალა კონცერტზე No Violence, რომელიც გახსნეს და დახურეს „ღამურებმა“.

ჯგუფმა დაიწყო მუშაობა მეორე სტუდიური ალბომის მასალაზე. ამავე პერიოდში იგი დატოვა დრამერმა თაზო ჟორჟოლიანმა, რომლის ადგილზეც მიიწვიეს თემურ ფაციაშვილი. 1993 წლის ნოემბერში, სტუდია „მელოდიაში“, ხმის რეჟისორ ერიკ ქუთათელაძის დახმარებით ჩაიწერა მეორე ალბომი „დირიჟორი“, რომელშიც შესულია შვიდი ინგლისურენოვანი და ერთი ქართულენოვანი კომპოზიცია.

გერმანიის ტურნე და ჯგუფის დაშლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წლის გაზაფხულზე ჯგუფი მიიწვიეს გერმანიაში, ბადენ-ვიურტემბერგში, 1987 წლიდან თელავის დაძმობილებულ ქალაქ ბიბერახში საერთაშორისო როკ და მეტალ ფესტივალზე, სადაც ჯგუფს ჰქონდა წარმატებული გამოსვლა და მიიღო რამდენიმე მიწვევა სხვა როკ-ფესტივალებზე, მათ შორის — შვედეთიდან და იტალიიდან. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჯგუფის წინაშე წარმოიქმა ყოფითი პრობლემები - ელექტროენერგიის, სარეპეტიციო პირობების არქონა, რამაც ხელისშემშლელი როლი ითამაშა შემდგომი შემოქმედებითი მუშაობისთვის. ჯგუფის ბასისტი, დუტა სხირტლაძე, რამდენიმე წლის შემდეგ გახდა ცნობილი მსახიობი და ტელეწამყვანი.[1][2]

ჯგუფის წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სტუდიური ალბომები

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://www.youtube.com/watch?v=McjFWXs1Vqk ღამურები - რუსთავი 2-ზე
  2. https://www.youtube.com/watch?v=2-mwHPPm5us ღამურები - ტელევიზია მაესტროზე